ისინი, ხვიჩასთან ერთად, ფუნქციებს კარგად გადაინაწილებენ... - "მილანი" კვარაცხელიათი სერიოზულად დაინტერესდა

AutoSharing Option
ინტერნეტგვერდი Milanlive ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად წერს და სრულებითაც არ გამორიცხავს, ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მრავალგზის გამარჯვებული გუნდის რიგებში გადაბარგდეს.

"ხვიჩა ძალიან სწრაფია. იგი, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს, თუმცა ძალიან მოქნილია და შეუძლია შეუტიოს როგორც ცენტრიდან, ასევე მარჯვენა ფრთიდან. "მილანში" რებიჩი, ლეაო და ჰაუგეა. ისინი,  ხვიჩასთან ერთად, კარგად გადაინაწილებენ ფუნქციებს." - წერს გამოცემა.

Milanlive კვარაცხელიას მიმართ ასევე დორტმუნდის "ბორუსიასა" და ტურინის "იუვენტუსის" აქტიურ დაინტერესებაზეც საუბრობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
პირადად ჩემი აზრით მე მირჩევნია დორტმუნდში გადავიდეს
გოგა
14:22 06-04-2021
0
ახლა ასეთ მილანში გადასვლა არ არის კარგი ნაბიჯი. მილანი წარმატებებს ვეღარ აღწევს, არადა გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას დიდი მოთხოვნები აქვს, შესაბამისად ხშირია მწვრთნელების ცვლა და არასტაბილურობები. ჯობია საშუალო კალიბრის და ამბიციის, მაგრამ რეალურად უფრო სტაბილურ და წარმატებულ გუნდში გადავიდეს: მაგალითად, ლაციო, რომა, ნაპოლი, სევილია, რეალ სოსიედადი, ბეტისი, ვილეარეალი, ლაიფციგი, ლევერკუზენი, ლიონი, დორტმუნდიც შეიძლება
sul2
23:02 05-04-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული