"ხვიჩა კულიშევსკისთან "იუვეში" თუ კალაძის მიერ გაჭრილი ავტორიტეტი?" - იტალიური პრესის ვარაუდები კვარაცხელიას ტრანსფერზე

AutoSharing Option
იტალიური პრესა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს კალჩოში აქტიურად განიხილავს.

წამყვანი გამოცემები ამტკიცებენ, რომ 20 წლის ქართველი კარიერას "მილანში" განაგრძობს და ამაში თავისი წვლილი კახა კალაძესაც ექნება შეტანილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, "მილანის" დირექტორ პაოლო მალდინისა და თბილისის მერს შორის საუბარი შედგა, სადაც მალდინიმ ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და კალაძემ ის მხოლოდ დადებითად დაახასიათა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენს იტალიელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ფავორიტი ტრანსფერის განხორციელებაში "როსონერია" და არა  "იუვენტუსი", რომელიც ხვიჩას მიმართ ინტერესს ასევე აქტიურად გამოხატავს.

მაგალითისთვის, gonfialarete.com წერს,
რომ ჩვენებურის აგენტი მამუკა ჯუღელი მალე იტალიაში ჩაფრინდება და ორივე გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა მისი ინტერესი კვარაცხელიას უფრო "მილანში" გადაყვანა იქნება.

წყარო ასევე ამტკიცებს, რომ რადარზე გამოჩნდა "ნაპოლის" ვარიანტიც. იწერება, რომ ჯენარო გატუზოს ხვიჩა ძალიან მოეწონა და გეგმავს, რომ მისმა გუნდმა ამ ტრანსფერზე იმუშაოს.

როგორც იცით, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს "დორტმუნდი", "სევილია" და "ბაიერნიც" გამოთქვამენ, მაგრამ ასევე იტალიური პრესის მტკიცებით, ქართველი მომავალ სეზონში სერია A-ში ითამაშებს.

onefootball.com დღეს ხვიჩასა და კულიშევსკის სურათით სტატიას აქვეყნებს და სათაურს უკეთებს:

"ხვიჩა კულიშევსკისთან "იუვეში" თუ კალაძის მიერ გაჭრილი ავტორიტეტი?".

მოკლედ, იტალიური პრესა ქართველის ტრანსფერს აქტიურად განიხილავს, ჩვენთან საუბარში კი კვარაცხელიას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის მომავალი მაისში გადაწყდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
იუვეში ახალგახრდებს შანსი არ ეძლევათ. დასვამენ სკამზე. მილანში შეიძლება უფრო მეტი შანსი მიიღოს, მაგრამ იქაც არ იქნება ადვილი. თამაშში ბურთის 5 ჯერ დაკარგვას არავინ არ გაპატიებს, ეგრევე შეგცვლიან და დაგსვამენ სკამზე. ასე რომ, თავის თავზე მეტი იმუშაოს. ჯერ არაა ვარსკვლავი.
გენა
06 აპრილი 2021 10:20
2
სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან წამყვანი გახდება ოქროს ბურთსაც მოიგებს კვარას ფეხბურთი ძაან უყვარს . ბევრსაც შრომობს წარმატებები ხვიჩა ვამაყიბთ შენით ვიამაყებთ მომავალში მილანში თუ გადახვალ 7 ნომერი აიღე ❤❤❤
ემიგრანტი
05 აპრილი 2021 22:43
0
სადაც გინდა წავიდეს მთავარია იშრომოს და არ მოუკლოს მილანი კი ხვიჩასთვის ზედგამოჭრილია და არა ბაიერნი ან კიდე ასეთი ძალისმიერი გუნდები რაც შეეხება კალას ავტორიტეტს მილანში არა მარტო გუნდში ქალაქშიც დღესაც 80 პროცენტმა მოსახლეობის იცის კალაძეს რა გაუკეთებია მილანისთვის
ქუთაისელი
05 აპრილი 2021 17:29
3
ცდებიი კალაძემ კი არა სააკიანმა გაუკეთა მილანს მაგარი საქმები !ეგ ფეხბურთელი იყო ომამდე DD
ზურა222
06 აპრილი 2021 16:14
0
მაგარი უაზრო აზრი გაქვს ვოოტ.
55555
05 აპრილი 2021 17:15
9
წარმატებები სადაც არ უნდა წავიდეს. მთავარია სათამაშო დრო ქონდეს ანუ ძირითადის ფეხბურთელი უნდა იყოს და არა 15-20 წუთის. ევროპაში 20 და 30 წუთის თამაშს ჯობია ისევ რუბინში იყოს ლიდერია გუნდის. თუ ჩემპიონთა ლიგის გუნდში არ გადავა საცოდაობა იქნება ხვიჩას თადარიგში ჯდომა.
777
05 აპრილი 2021 16:24
1
თუ კალაძე ხვიჩას ეხმარება ე.ი. მიუგნია თავისი საქმისათვის. ისე, რაც ნაკლები დრო დარჩება ქალაქისათვის, მით უკეთესი, ვადის ამოწურვამდე ნაკლებ საქმეს გააფუჭებს.
ჰავლაბრელი ტიღუა
05 აპრილი 2021 15:14
64
რა გააფუჭა აბა ცავატანემ?
გურჯი
05 აპრილი 2021 22:30
0
აქ რატო პოლიტიკა?
გიორგი
05 აპრილი 2021 16:57
1
ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, მაგრამ მგონია, რომ კალაძე არც ერთ საქმეში ჩაერევა, თუ პირად სარგებელს არ ელის... მაგან თავის იშიაზს და ქალაქის დაგროვილ პრობლემებს მიხედოს და ხვიჩა როგორმე მისი ავტორიტეტის გარეშეც არ დაიკარგება... ეს კი, ვგონებ, მხოლოდ ჩემი აზრი არ უნდა იყოს...
ვოოტ
05 აპრილი 2021 14:30
108
აშკარად დიდ უმცირესობაში ხარ,ამ შენი ბოღმა აზრით
:-)
05 აპრილი 2021 15:18
9
მგონი ბაიერნში, რომ გადავიდეს მაგარი იქნება, თუ არის შანსები...
buba
05 აპრილი 2021 14:20
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული