ხვიჩა კვარაცხელიას მამამ Sportall-თან თავისი შვილის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბარი კიდევ უფრო აქტიური გახდა.

ბოლო დღეებია პრესაში "სევილიას", "ბაიერნისა" და სხვა გუნდების ინტერესზე იწერება.

ჩვენ ინფორმაციის მისაღებად ხვიჩა კვარაცხელიას მამას ბადრი კვარაცხელიას, რომელმაც შემდეგი გვითხრა:

"ჯერჯერობით "რუბინისთვის" და აგენტისთვის ოფიციალური წინადადებით არცერთ გუნდს არ მიუმართავს.

ვადასტურებ, რომ რუსეთიდანაც და სხვადასხვა ევროპული გუნდებიდან დაინტერესება არის, თუმცა ჯერ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ნაადრევია.

ველოდებით მაისს, როდესაც რუსეთის პრემიერ ლიგაში სეზონი დასრულდება და შემდეგ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან.

ვნახოთ რა იქნება... ხვიჩაც ახლა მთლიანად "რუბინზეა" კონცეტრირებული და
უნდა, რომ ეს სეზონი კარგად ჩაამთავროს.

კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ არის დაინტერესება ბევრი ევროპული გუნდიდან და კონკრეტული გადაწყვეტილება მაისში იქნება მიღებული", - გვითხრა ბადრი კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ სად ხართ. ცოტა ხანში სულ პატარა კვარაც დაიქუხებს
პაატა
21:53 03-04-2021
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.მე ერთის მᲔშინია პირდაპირ გრანდში ან სკამზე არ დასვან ან არ გააᲜათხოვრონ.იქნებ ჯერ კარგ,ნორმალურ კლუᲑში გადასულიყო.გამოცდილებას,ხარისხსაც გაიუმჯობესებდა და მერე გრანდში.თან აუცილებლად ენა უნდა ისწავლოს,აუცილებლად.თუ არ იკონტაქტა პირდაპირ, ძაან გაუჭირდება ადაპტაცია და ურთიერთᲝბა კლუბის მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან
კახა ქ.
20:43 03-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული