აზერბაიჯანული "საბალის" 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.
ჩვენ ინტერვიუდან იმ ეპიზოდებს გთავაზობთ, სადაც ის ქართულ ფეხბურთსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:
-როდესაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადმოხვედით, აღნიშნეთ, რომ ჩვენი ჩემპიონატი საქართველოსას სჯობია... კვლავ იმავე აზრზე ხართ?
- დიახ, იმავე აზრზე, რადგან თქვენი ლიგა აშკარად უფრო ძლიერია.
- საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს... თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და საკმაო გამოცდილებას იღებს.
საქართველოს
ნაკრების უფრო კარგი თამაშიც აზერბაიჯანთან შედარებით სწორედ ამითაა გამოწვეული.
- შენიშნეთ თუ არა, რომ აზერბაიჯანელებს ქართველების შურთ, რადგან მათ ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ?
- მსგავი არაფერი შემინიშნავს. პირიქით, ხვიჩას მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი.
- ჰყავს თუ არა დღეს აზერბაიჯანს ხვიჩას დონის ფეხბურთელი?
- ამ მომენტისთვის მსგავი რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ხვიჩა შეუდარებელ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა აზერბაიჯანს ჰყავს ტალანტები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ითამაშონ.