უკვე კონკრეტიკა: "რუბინმა" "მილანს" კვარაცხელიას ტრანსფერში 19 მილიონი მოსთხოვა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მრავალი ინფორმაცია ვრცელდება, ესპანური todofichajes-ი კი იტყობინება, რომ "მილანმა" ყაზანურ კლუბთან მოლაპარაკებები გაააქტიურა:

"ახლოვდება სეზონის ფინალი. "მილანი" მომავალი ზაფხულის წინ სატრანსფერო ბაზარს აკვირდება, სურს შემადგენლობაში ახალი და კარგი ფეხბურთელები დაიმატოს და ახალი სახელებით გაძლიერდეს. იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, "მილანმა" "რუბინთან" მოლაპარაკება გაააქტიურა, რათა ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხი მოაგვაროს. ქართველი გარემარბი რამდენიმე დიადი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იმყოფება, როგორებიც "ბაიერნი" და "იუვენტუსი" არიან და ცხადია, ეს საქმე სასწრაფოდ გადასაწყვეტია".

რუსული "სპორტ-ექსპრესი"
ამ ინფორმაციას ავრცელებს და მკითხველს კონკრეტულ სიახლესაც ამცნობს:

"მილანმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებებში სერიოზულად წინ წაიწია. ხვიჩამ შეიძლება კარიერა იტალიურ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერი 19 მილიონ ევროდაა შეფასებული".


მკითხველის კომენტარები / 35 /
მილანი მაგარია ძალიან,კალაძე ეყოლება პატრონად , ჰოდა მერე ყველაფერი ხვიჩაზეა დამოკიდებული,მახსოვს შევა რო მივიდა მილანში, არც ისე კაი დრო ჰქონდათ ,მაგრამ შევამ მილანის ყველა მოწინააღმდეგე გააცამტვერა ,ამიტომ ჩემთვის უდიადესია შევა ,იმედია ხვიჩა მილანის მორიგი ლეგენდა გახდება .მიდი კვარაცხელია ივარჯიშე დღე და ღამე ,ჭკუა და ტალანტი კი გაქვს ღვთის მადლით,სადაც არ უნდა მოხვდე საუკეთესო უნდა იყო,არაფერმა არ დაგიბინდოს გონება ,დიდება ,ქალები ,გართობა, ეგ ყველაფერი შენს წინააღმდეგ იქნება ,მაგან დაღუპა ქინქი ,მტკიცედ იყავი ძმურად , გაგვახარე და შენზე მაგარი გულშემატკივრები არავის ეყოლება ,რაც მთავარია ჩვენი ლეგენდა იქნები ,როგორც ყიფიანი, დარასელია როგორც მესხი და სხვები, შეეენთან,შენთანა ვააართ ...
ნურაფრის ნუ გეშინიაააა !
დევკალიონი
22:57 06-04-2021
4
პიროქით ბაიერნში კიარა მილანში უნდა წავიდეს რომელიც მალე კრიზის დაძლევს და ლიგასაც მოიგებს რა რუბინში განათხოვრება მან იქ უკვე ყველაფერი დაამტკიცა მილანი აწი დაიწყებს ტიტულების ისევ მოპოვებას როგორც ადრე ქნა კალა და შევა როცა გადავიდენ აი მეორე სეზონიდანვე დაიწყეს ყველაფრის მოგება რადგან მანამდე შვიდწლიანი კრიზისი ქონდათ როგორც დღეს ხოლო ბაიერნი ერთი 7 წელი ვერ მოიგებს ლიგას თუ მეტი არა. ოეეე ეგ მილანია და არა ვიღაცის ფანჩატური მილანი მეორე გუნდი რეალის მერე გაიგეთ რა რუბინი რუბინი არა კუზბასი კოდე ეგ გავლილი თემააა და მჯერა კვარა ნაბიჯს უკან აღარ გადადგამს ის ფეხბურთელია და არა ტურისტი ფეხბურთელის ფორმაში აქეთ იქეთ რო ანათხოვრებენ გაცვეთილი ზაპასკასავით.მიდი კვარა კალაძეზე ნაკლები ტიტული არ დამანახო ჯიგარო ეხლა შენი დროა.
zazaწელი ვეღარ მოიგებს ვერაფერსბ
17:41 06-04-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული