ყაზაიშვილმა ბურთი ცენტრში მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და დიდებული დარტყმით გოლი გაიტანა! ქართველის ბენეფისი კორეაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 აპრილს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა ვაკო ყაზაიშვილმა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს.

ჩვენებურმა მატჩის 29-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელ კიმს გოლის გატანაში დაეხმარა.

მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე, ვაკომ მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და კარშიც დიდებულად დაარტყა.

ამის შემდეგ გუნდებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს, შეხვედრა კი 3:2 დასრულდა.

ვაკოს "ულსან ჰიუნდაი" 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჯეონბუკს" 3 ქულით ჩამორჩება.

"ჰიუნდაი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "სუვონის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ულსანი არის აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული (იგივე რაც ბაიერნი ევროპაში), ანუ ამ გუნდმა მთელს აზიაში აჯობა ყველას და შესაბამისად ვერ იქნება სუსტი გუნდი და არც ჩემპიონატი იქნება მაინცდამაინც დაბალი დონის. ამიტომ ვფიქორბ ძალიან კარგ გუნდშია (კი გაგვეხარდებოდა ბაიერნში იყოს), ფორმაში შევა და ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის ნაკრებშიც გამოიძახებენ. არავინაა დასაკარგი, მითუმეტეს უკვე გამოცდილი მოთამაშე. წარმატებები ვაკოს
1
უღიმღამო ფეხბურთელია ყაზაიშვილი,არასდროს აღარ უნდა მიეცეს შანსი ნაკრებში თამაშის
Smouk
07:24 08-04-2021
20

სიახლეები პოპულარული