დღეს, 7 აპრილს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა ვაკო ყაზაიშვილმა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს.
ჩვენებურმა მატჩის 29-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელ კიმს გოლის გატანაში დაეხმარა.
მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე, ვაკომ მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და კარშიც დიდებულად დაარტყა.
ამის შემდეგ გუნდებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს, შეხვედრა კი 3:2 დასრულდა.
ვაკოს "ულსან ჰიუნდაი" 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჯეონბუკს" 3 ქულით ჩამორჩება.
"ჰიუნდაი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "სუვონის" წინააღმდეგ გამართავს.
1) ძალიან მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და მოედნის საფარი
2) ძალიან დაბალი კლასი ფეხბურთელების, ძალიან უნიჭო პასები და მოტყუების მცდელობა
ფულს უხდიან კარგად თორემ ძალიან მეეჭვება რომ ეს ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა (თუ არის საერთოდ) საქართველოს ჩემპიონატზე. მგონი რომ ჩვენთან მეტი კლასი იქნება საერთო ჯამში. შესაძლოა ფიზიკურად მეტს დარბიდნენ ეგენი