ყაზაიშვილმა ბურთი ცენტრში მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და დიდებული დარტყმით გოლი გაიტანა! ქართველის ბენეფისი კორეაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 აპრილს, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა ვაკო ყაზაიშვილმა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მე-14 წუთზე გახსნეს.

ჩვენებურმა მატჩის 29-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელ კიმს გოლის გატანაში დაეხმარა.

მეორე ტაიმში, 76-ე წუთზე, ვაკომ მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და კარშიც დიდებულად დაარტყა.

ამის შემდეგ გუნდებმა გოლები კიდევ ერთხელ გაცვალეს, შეხვედრა კი 3:2 დასრულდა.

ვაკოს "ულსან ჰიუნდაი" 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჯეონბუკს" 3 ქულით ჩამორჩება.

"ჰიუნდაი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, "სუვონის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ულსანი არის აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული (იგივე რაც ბაიერნი ევროპაში), ანუ ამ გუნდმა მთელს აზიაში აჯობა ყველას და შესაბამისად ვერ იქნება სუსტი გუნდი და არც ჩემპიონატი იქნება მაინცდამაინც დაბალი დონის. ამიტომ ვფიქორბ ძალიან კარგ გუნდშია (კი გაგვეხარდებოდა ბაიერნში იყოს), ფორმაში შევა და ივნისის ამხანაგური თამაშებისთვის ნაკრებშიც გამოიძახებენ. არავინაა დასაკარგი, მითუმეტეს უკვე გამოცდილი მოთამაშე. წარმატებები ვაკოს
QT
08 აპრილი 2021 10:58
1
უღიმღამო ფეხბურთელია ყაზაიშვილი,არასდროს აღარ უნდა მიეცეს შანსი ნაკრებში თამაშის
Smouk
08 აპრილი 2021 07:24
19
ტრადიციუკად უსწრაფეს ფეხბურთს თამაშობენ კორეელები! პირველად კორეული ფეხბურთი ვნახე 1966 წელს! ჩრდილოეთ კორეა თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, რომ პორტუგალიის უძლიერეს გუნდს პირველი ტაიმის ნახევარი საათის შემდეგ 3:0 - უგებდა!!! მრე ეუსებიომ და ტორესმა (მგონი) თავისი საქმე ქნეს და 5:3 მოიგეს! მაგრამ სისწრაფეები და თავგანწირვა იყო რაღაც საოცარი!
aburjga
07 აპრილი 2021 20:38
4
კარგი ისაა რომ ვაკოს ეტყობა წონის ცამოყრა, თუ მას ზედმეტი წონა არ აქვს ყოველთვის ძალიან პროდუქტიულია (თავის დროზე ზაზა ჯანაშიამ წონა აქ დააგდო დაბალკალორიული ძაღლის ხორცის წყალობით, შეიძლება ახლაც მაგ თემააა ))), რასაც ვუყურე ნორმალური ჩემპიონატია, ნაკრებს ვაკო ჭირდება და აქ ფორმაში იქნება სულ.
gio
07 აპრილი 2021 18:37
13
მე მას ნაკრებში ვერ ვხედავ,ვინ უნდა ამოაგდო?სათადარიგო იყოს ბაზარი არ არის
ბაჩი
07 აპრილი 2021 20:51
9
ამ ლიგაში მეც გავიტანდი :D
გუჯა
07 აპრილი 2021 18:24
21
მიდი :)
A
07 აპრილი 2021 23:05
1
ძალიან ლამაზი გოლია მაგრამ გული მტკივა რომ ვაკოს ნაირ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი კორეში თამაშობს მახსოვს ვიტესში ბოლო სეზონი ძალიან კარგი ქონდა გოლებიც გაქონდა და საგოლე პასებსაც აკეთებდა ამის მერე საფეხბურთო თვალსაზრისით გაუგებარი გადაწყვეტილებები მიიღო ახალგაზრდა იმედის მომცემი ფეხბურთელი ჯერ პოლონეთში წავიდა ჰოლანდის ჩემპიონატიდან რატომ უნდა წახვიდე პოლონეთში? მე პირადად არ მესმის და პოლონეთიდან ამერიკაში თან (მლსის სუსტ გუნდში) და ამერიკიდან კორეაში არადა ჩემი აზრით მას შეეძლო დღეს ევროპის რომელიმე ტოპ ჩემპიონატის გუნდშიც თავისუფლად ეთამაშა არ ვამბობ რომ გრანდში მაგრამ ტოპ ჩემპიონატის საშუალო კლასის გუნდში თავისუფლად ითამაშებდა მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ბევრი გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.
ზაზა
07 აპრილი 2021 17:36
4
ორი რამ მომხვდა თვალში:

1) ძალიან მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და მოედნის საფარი
2) ძალიან დაბალი კლასი ფეხბურთელების, ძალიან უნიჭო პასები და მოტყუების მცდელობა

ფულს უხდიან კარგად თორემ ძალიან მეეჭვება რომ ეს ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა (თუ არის საერთოდ) საქართველოს ჩემპიონატზე. მგონი რომ ჩვენთან მეტი კლასი იქნება საერთო ჯამში. შესაძლოა ფიზიკურად მეტს დარბიდნენ ეგენი
ეს რა იყო?
07 აპრილი 2021 17:20
19

სიახლეები პოპულარული