შენგელია შევიდა და "ქონიასპორი" მარცხისგან იხსნა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორი" და საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" დაზავდნენ - 1:1.

შენგელია 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 75-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. მის ანგარიშზე 25 მატჩში 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.

ლობჟანიძე 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ქონიასპორი" 40 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო "ანკარაგიუჯიუ" 33 ქულით - მეთხუთმეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული