კვარაცხელიას ტრანსფერი რესპუბლიკის მთავრობის დონეზე განიხილება

AutoSharing Option
თათრეთის სპორტის მინისტრმა ვლადიმირ ლეონოვმა "რუბინის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

"მინდა თუ არა, რომ კვარაცხელია ყაზანში დარჩეს? ვფიქრობ, ეს მარტო ჩემი კი არა, არამედ გულშემატკივართა უმეტესობის სურვილია. ეს ბიჭი აღმოჩენაა. სასიამოვნოა, რომ აქ გაიხსნა. თვითონ ბიჭიც სასიამოვნოა, პოზიტიური. შემდეგ უკვე მისი გადასაწყვეტია.

თუ ევროპულ გრანდში ითამაშებს, მისთვის ურიგო არ იქნება. კლუბის გენერალური მენეჯერის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ სეზონის ბოლომდე აუცილებლად აქ ითამაშებს. შემდეგ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, როგორ დაასრულებს "რუბინი" სეზონს", - ციტირებს ლეონოვს
Р-Спорт-ი.

ხვიჩას ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით შემდეგ სეზონში აუცილებლად უნდა წავიდეს ტოპ ლიგაში არანაირად აღარ უნდა დარჩეს რუსეთში მე მახსენდება კვერკველიას მაგალითი როცა ძალიან კარგი სეზონი ქონდა ლოკომოტივში სეზონის ბოლოს ლესტერიც კი იყო დაიტერესებული და კიდე სხვა კაი გუნდებიც მაგრამ დარჩა ლოკოში და ყველაფერი აერია ამის მერე და ბოლოს როტორში აღმოჩნდა მილანზე იწერება ბაირნზე სევილიაზე და ნაპოლიზე ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი მილანია სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან დახვდება კონკურენცია მაგრამ ამ კლუბებიდან შედარებით იოლი კონკურენცია მის პოზიციაზე მილანშია რადგან მილანს არავინ ჰყავს ისეთი ვისთანაც ძაან გაუჭირდება კონკურენცია ხვიჩას არც რებიჩი და არც ჰაუგე არ არიან შეუცვლელი ფეხბურთელები.
ზაზა
02:03 08-04-2021
1
სამანდას ნაცვლად კამანდა უნდა იყოს, შეგიძლიათ ჩაასწოროთ? თუ კი, მადლობა დიდი მადლობა ...თუ არა მაინც მადლობთ.
კ ო მ ბ ლ ე
00:49 08-04-2021
0

სიახლეები პოპულარული