გრიგალავა ნამატჩევს ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა და თავის გახვრეტით დაემუქრა!

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/4-ფინალში გია გრიგალავას "არსენალი" საკუთარ მოედანზე დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხდა ცსკა-სთან და გათამაშებას გამოეთიშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სტადიონის გვირაბში კონფლიქტი მოხდა. მივყვეთ თანმიმდევრობით:

33-ე წუთზე ტულელები ევგენი ლუცენკომ დააწინაურა. 48-ე წუთზე არმიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. 55-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ლუცენკოს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, ხოლო 86-ე წუთზე დედაქალაქელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

გრიგალავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე მწვრთნელმა მის ნაცვლად შეცვლაზე შემტევი ვლადისლავ პანტელეევი შეუშვა.

championat-ის ცნობით, ნამატჩევს არენის გვირაბში ინციდენტი მოხ
და. კერძოდ, გრიგალავა და "არსენალის" თავდამსხმელი გურამ აჯოევი-უმცროსი (ამავე კლუბის პრეზიდენტის, გურამ აჯოევის შვილია), რომელიც სათადარიგო იყო, თავს დაესხნენ ცსკა-ს მწვრთნელებს და თავის გახვრეტით დაემუქრნენ. ისინი ძალით გაათრიეს და ჩხუბი ამით დასრულდა. თუმცა გიას, ალბათ, ამის გამო დასჯიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსეთის ჩემპიონატის თითქმის ყველა მატჩს ვადევნებ თვალს . მითუმეტეს თუ ამ გუნდებში ქართველები ასპარეზობენ . გრიგალავაზე ვინც ცუდს ამბობს და დასცინის მას და მის წონას უბრალოდ უნდა დააჯინო და განმეორებით მაინც უნდა აჩვენო თუ რა დონეზე თამაშობს ის . შეიძლება მას არ ქონდეს სისტრაფე მაგრამ სწორი აზროვნებით და სწორი გათვლებით თავის საქმეს სულ აკეთებს. ბოლო შეხვედრაში ცსკ სთან უბრალოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცუდია რომ არ ვაფასებთ!
თორნიკე
01:45 10-04-2021
0
ყველა აქებს,ძაან კარგი ბიჭიაო და ურიგოდაც არ თამაშობს.Ალბათ მართლა ეგრეა,თორემ ძირითადში არავინ დააყენებდა,სულ ძირითადშია.ე.ი.წყობიდან გამოუყვანეს,თორემ კონფლიქტური საერთოდ არ არის.
კახა ქ.
19:46 09-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული