"კვარაცხელია მალდინის ბლოკნოტში“ - ხვიჩაზე თვით Gazzeta Dello Sport-ი წერს...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იტალიური "მილანის" აქტიურ დაინტერესებაზე არაერთი წყაროდან ვიგებთ, ამჯერად კი ამაზე ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzeta Dello Sport-ი წერს.

"შთაგონება, დრიბლინგი და გოლი: ვინ არის კვარაცხელია? ქართველი, რომელიც "მილანს" მოსწონს" - ასეთია ავტორიტეტული პრესის სტატიის სათაური.

"ქართველი "რუბინში" თამაშობს. მან გოლი გაუტანა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს და ახლა ნახევარი ევროპა ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს. მათ შორისაა "მილანიც", რომელიც ტალანტებს ყოველთვის ეძებდა. 20 წლის ფეხბურთელის გვარი მალდინის ბლოკნოტშია ჩანიშნული. კვარაცხელია რომ ძალიან ძლიერია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს" – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩა დრიბლინგით გამორჩეულია და მეტოქის მოტყუება იოლად გამოსდის. აქვე ამტკიცებენ, რომ დიდი შანსია, კახი კალაძის შემდეგ კვარაცხელია მეორე ქართველი
მკითხველის კომენტარები / 7 /
მალდინი წანდილი ხარჩო.. და კვარაცხელია მილანს მოუნდა? ბებიამისისა არა? ეს ბიჭი რეალს იმსახურებს, ან ბარსას მაინც. თქვენ კი, მალდინიო ტოოო? სათამაშო დრო თუ ექნება, ეგაა მთავარი, ეეგ!
კ ო მ ბ ლ ე
16:31 09-04-2021
14
ღვთისავარ, ინსპირაცია ქართულად რას ნიშნავს, ხომ არ იცი?
ქართული ენის გულშემატკივარი
13:51 09-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული