კვარაცხელიას შეძენა "მილანისა" და "იუვენტუსის" შემდეგ კიდევ ორმა იტალიურმა გრანდმა მოისურვა

AutoSharing Option
Tuttomercatoweb ამტკიცებს, რომ "მილანისა" და "იუვენტუსის" შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით კიდევ ორი იტალიური გუნდი დაინტერესდა.

საუბარია, ბერგამოს "ატალანტასა" და "ინტერზე", რომლებიც 20 წლის ქართველის გადასაბირებლად ბრძოლას აპირებენ.

წყარო წერს, რომ ხვიჩა კარიერას ამ 4 გუნდიდან ერთ-ერთში განაგრძობს, სატრანსფერო ფასი კი 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება.

ვნახოთ, რას გადაწყვეტენ კვარაცხელია და მისი აგენტი. იტალიურ პრესაში ქართველის შესახებ ყოველდღიურად ძალიან ბევრი სტატია იწერება და მას დიდ ტალანტს უწოდებენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სერიაა განსხვავდება რუსეთს ჩემპიონატისგან გაცილებით მეტ თამაშს თამაშობენ ჩემპიონატში კლუბები სერია 20 გუნდიანი ჩემპიონატია,ხოლო რუსეთის პრემიერ ლიგა 16 გუნდიანი და კვირაში ერთხელ არის თამაში და ფეხბურთელებს აქვთ დრო მომზადებისთვის აღდგენისთვის,ხოლო სერიააში ამის ფუფუნება არ არის თან ამ კლუბებს არამხოლოდ სერიას თამაში უწევთ პლიუს თამაშობენ კოპა იტალიას ევროტურნირებს და მწვთნელებს სჭირდებათ როტაცია კლუბში ზოგჯერ კვირაში რომ 2-3 თამაშის ჩატარებაა გიწევს სულ ერთიდაიგივ ფეხბურთელს ვერ ათამაშებ აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ რომ მილანშიც ატალანტაშიც და ნაპოლიშიც სადაც არ უნდა წავიდეს გინდაც ივენტუსში ყველგან მიიღებს შანსს და სათამაშო დროს მაგრამ ამ კლუბებიდან ყველაზე იოლი კონკურენცია მის პოზიციაზე არის მილანში მილანი დღეს აღარ არის ისეთი ვარსკვლავირი რაც იყო 10 15 წლის წინ და არც 100 მილიონიანი ფეხბურთელები ჰყავთ და ხვიჩას პოზიციაზე ჰაუგე და რებიჩი არიან და ჩემი აზრით მათან კონკურენცია უფრო იოლია ვიდრე იგივე ნაპოლიში ინსინესთან რომელიც კაპიტანია ნაპოლიში და იტალის ნაკრების შეუცვლელი წევრი სულ თამაშობს იუვენტუში დიბალა და ბერნდესკი სხედან სკამზე და პიაცას რაც უქნეს ეგ რომ მახსენდება მაგიტო არანაირად არც უნდა განიხილონ უვენტუსი ახლა და ატალანტაც კარგი ვარიანტია მე ვფიქრობ ატალანტა და მილანი ამ ორიდან ნებისმიერი კარგი იქნება ინტერი არ ვიცი კონტეს მონახაზში რამდენად ჩაჯდება არ ვიცი.
გიორგი
14:32 10-04-2021
2
სანტა ბარბარააა? მახსოვს ქინქლაძე რგორ გადადიოსა ხან ლივერპულში, ხან ბარცელონაში და ხან მილანში და სადაც დარჩა კი ვიცით. გადავიდეს და მერე დაწერეთ!
santa barbara
14:25 10-04-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული