გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, კვლავ ტრავმირებულია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 21 წლის ფეხბურთელს კუნთი გაუწყდა, რის გამოც დაახლოებით, 6 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმოობა.

ჩაკვეტაძე უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო და "გენტის" ძირითად გუნდში განაცხადშიც უნდა შეეყვანათ, მაგრამ მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე კვლავ კუნთი გაუწყდა...

ფაქტი ერთია, რომ ამ ბიჭს მუდმივი უიღბლობა დასდევს თან... ჩვენის მხრივ კი გიოს გამძლეობას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ ის მოედანზე მალე დაბრუნდება და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ფედერაცია უფრო მეტად უნდა ჩაერთოს და ჩვენც აგვიხსნას, რატომ გაჭიანურდა ამ ბიჭის ტრამვის მოშუშება. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებას ჩაკვეს გარეშე ვერ შევძლებდით. ექვსივე მატჩი ფაქტიურად თავის თავზე აიღო და პლეიოფის ნახევარფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. დაბრუნდა კლუბში, მიიღო ტრამვა და თვალით აღარ გვინახავს. სჭირდებოდა თუ არა ის ოპერაცია? თუ სჭირდებოდა, როგორ გაკეთდა, რატომ გაჭიანურდა რეაბილიტაცია, დღეს როგორ მკურნლობენ და ა. შ. ამ კითხვებზე ძალიან ზედაპირული და ბუნდოვანი ინფორმაციები ვრცელდება. ფედერაცია გაერკვეს თვითონაც და გვაცნობოს ჩვენც, რა ხდება.
ამი
16:18 17-04-2021
0
როგორც გინდათ ისე გაიგეთ,მე არ მწამს ასეთი (ჭირიანი ქათამი) ფეხბურთელი,რაიმე გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის? და რა უბედურებაა ამდენი გაუთავებელი ტრავმები?რას ქვია ვერ მკურნალობენ? უბრალოდ იცით რაშია ჩვენი (ქართველების) პრობლემა? სიმართლის თქმა არ გვიყვარს,მხოლოდ ტრაბახი,ბაქი-ბუქობა და არაფრის მომცემი ლაპარაკი. არ გვინდა არასოდეს ვაღიაროთ,რომ თამაში არ ვიცით.
თავადი
22:24 13-04-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული