ოქრიაშვილს მეცხრეზე არ ჩაუთვალეს და ორმოცდამეცხრამეტეზე გაიტანა - "ანორთოსისმა" მაინც ვერ მოიგო

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 32-ე ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლიმასოლში ფრეს დასჯერდა "აპოლონთან" - 1:1.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია,ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია (65-ე წუთამდე ითამაშა) ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ოქრიაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო, მე-9 წუთზე მის მიერ გატანილი გოლი VAR-მა გააუქმა, 59-ე წუთზე კი ანგარიში გახსნა და 77-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკემ ჩემპიონატის 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა. კვიპროსული პრესა აღნიშნავს, რომ მან მოედანზე შოუ დადგა.

თითქოს ფამაგუსტური გუნდის გამარჯვება გარდაუვალი იყო, მაგრამ 90+4-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და ფრეს
მიაღწიეს. "აპოლონის" განაცხადში არ იყო გიორგი პაპუნაშვილი.

"ანორთისისი" 54 ქულით მეოთხე ადგილზეა, სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს და მთელ იმედებს თასზე ამყარებს - 14 და 21 აპრილს ნახევარფინალში "აპოელს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული