მიქაუტაძე დაბრუნდა, კუთხურის ხაზიდან გაიტანა და გუნდს მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის მეორე დივიზიონის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის გოლით "სერენმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "დაინცე".

საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმა მიქაუტაძემ მოირჩინა, შეუცვლელად ითამაშა, მე-14 წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მის ანგარიშზე ჩემპიონატზე ჩატარებულ 21 მატჩში 19 გოლია და დენიზ ვანზეირთან (უნიონი) ერთად ტურნირის ბომბარდირია.

"სერენი" 48 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ლომელს" 8 ქულით უსწრებს (ამ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 17 აპრილს "ლიერსს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული