tuttosport: კვარაცხელია "იუვენტუსის" ახალგაზრდულ პროექტს იდეალურად მიესადაგება

AutoSharing Option
პოპულარული იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ „ჯენოას“ უზბეკ თავდამსხმელ ელდორ შომორუდოვით და „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა.

კერძოდ, „ტუტოსპორტი“ აღნიშნავს, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარებისას სატრანსფერო ბაზარზე საჭიროა შემოქმედითობა და ინტუიცია, აღმოსავლეთ ევროპისაკენ „იუვენტუსიც“ იყურება და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ფეხბურთელებს ზამთრიდან აკვირდება.

„კვარაცხელიას სიტუაცია განსხვავებულია (შომორუდოვთან შედარებით), მაღალი ხარისხის გარემარბია, 20 წლის ქართველს კარგი ტექნიკური და ფიზიკური მონაცემები აქვს და იდეალურად მიასადაგება კლუბის ახალგაზრდულ პროექტს. „იუვენტუსი“ შეუპოვრად მიიწევს წინ, მაგრამ რბოლაში ერთადერთი არ არის - „მილანი“ და „ბაიერნიც“ ასევე
ძალიან აქტიურობენ“, - წერს გამოცემა.

გუშინ "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩას თაობაზე მათთვის ჯერ ოფიციალურად არავის მიუმართავს და ზედმეტი აჟიოტაჟი ფეხბურთელს სარგებელს არ მოუტანს. თუმცა, ჩვენ მოვალენი ვართ ნებისმიერი სიახლე და მით უმეტეს ისეთი ავტორიტეტული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, როგორიც "ტუტოსპორტია", მკითხველს გავაცნოთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აუ ლუკა რა გენიოსი ხარ.... სირცხვილია არ ადევნებ თვალყურს - რპლ ის საუკეთესო მოთამაშეა და რპლ მე 5 ლიგაა ევროპაში არც შენ ხარ მზად პროფესორული ტონით დასკვნების გასაკეტებლად წადი იმეცადინე
giorgi
07:39 14-04-2021
0
ამ სისულეებს იმედია აქ აღარ ვიხილავთ.
ყველას გვესმის, რომ კვარა უკვე მზად არის დიდი ფეხბურთის სათამაშოდ და ბაჭიებთან ტილაობისთვის არ გვემეტება
Zviad
13:35 12-04-2021
0

სიახლეები პოპულარული