meta-ratings-ის ცნობით, უკრაინის პრემიერლიგის "ინჰულეცი" შეიძლება მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, 26 წლის თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ დატოვოს.
გამოცემის მტკიცებით, სიჭინავას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და მისი სამსახურით "რუბინი", მოსკოვის "დინამო", "ფეჰერვარი" და "შერიფი" არიან დაინტერესებულნ0ი.
სიჭინავა "ინჰულეცში" 2016 წელს გადავიდა. ამ სეზონში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ადრე კი ფოთის "კოლხეთის", ასტრახანის "ვოლგარისა" და "ვიტ ჯორჯიას" ღირსებას იცავდა.