რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა ცსკა-სთან.
ვოლგოგრადულ გუნდს ტრავმამორჩენილი ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველიასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშის გახსნა კი სტუმრებს შეეძლოთ, როდესაც 29-ე წუთზე დავითაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს არმიელთა მცველი ფერნანდესი გადაეღობა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ აქტიურმა ეჯუკემ დედაქალაქელები დააწინაურა.
მეორე ტაიმი პირველი ტაიმის სცენარით გაგრძელ
და. მე-60 წუთზე ზურიკო ნიკა ყიფიანმა შეცვალა, ხოლო 70-ე წუთზე რონდონმა ვოლგოგრადელებს მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. გიორგი არაბიძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ცსკა-ში 64-ე წუთამდე ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.
"როტორმა" მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა, 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 17 აპრილს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.