ხვიჩა და დანარჩენები - ბიჭი, რომელსაც ძლიერ უყვარს ფეხბურთი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ახლა ბევრს წერენ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე და შექმნილი აჟიოტაჟიც გასაგებია. უკვე მის შესახებ ინფორმაციას ცნობილი დასავლური გამოცემები ავრცელებენ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ეს ზედმეტია და საქმეს ვნებს.

მაგალითად, "რუბინის" გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობს, რომ შესაძლოა, ქართველს თავბრუ დაახვიონ და ცუდი სამსახური გაუწიონ. ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, რენატ კამალეტდინოვის თქმით, თუ თავის მომავალზე ძალიან ბევრ ფიქრს დაიწყებს, არაფერი გამოუვა. მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი კი თავის შეგირდს ყველაზე უკეთ იცნობს და მშვიდადაა.
მან განაცხადა, რომ ბიჭი მუშაობს, შრომობს, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ მოექცევა და ამიტომ მასთან დამატებითი საუბრის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ხვიჩა ფეხბურთზე უზომოდაა შეყვარებული, ფეხბურთით ცხოვრობს და ამ სიყვარულით ყველას თავი შეაყვარა. კლუბის საიტზე ქართველი ლეგიონერის მიმართ კეთილი დამოკიდებულება აშკარად იგრძნობა. დღეს ბაზაზე ორმხრივ თამაშს ბავშვური აღტკინებით უყურებდა და ემოციებს ვერ მალავდა.

ეს ვიდეო "რუბინმა" "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო: "არის ორი ტიპის გულშემატკივარი: ხვიჩა და დანარჩენები".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი რანაირად არუნდა გიყვარდეს
ზალიკო
02:07 13-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული