მიქაუტაძის შემდეგ საქართველოს ნაკრებში დებიუტს კიდევ ერთი ფორვარდი ელოდება...

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით ეცნობიან ინფორმაციას იმ ლეგიონერებზე, რომლებიც, პოტენციურად, ვილი სანიოლის გუნდს გამოადგებიან. ფრანგი სპეციალისტი საწყის შეხვედრებში დებიუტანტებს თამამად დაეყრდნო.

გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის შემთხვევები გვაიმედებს, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს უცხოური პასპორტის მქონე სხვა ნიჭიერი ქართველებიც გააძლიერებენ. მეორე მხრივ კი, არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანიოლის გუნდის ღირსების დაცვა დღესვე შეუძლიათ...

უკრაინის პრემიერლიგა, შესაძლოა, ძველებურად ძლიერი არაა, მაგრამ გარკვეულ თამასას მუდმივად ინარჩუნებს, ქვეყანას ხომ ორი სახელოვანი კლუბი ჰყავს. ამ ჩემპიონატში ბევრი გოლი ნამდვილად არ გადის, ნიკა სიჭინავამ კი, რომელიც გასულ
სეზონში უკრაინული "ინგულეცის" ღირსებას იცავდა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სიჭინავა მოქნილი ფორვარდია, რომელსაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი საკმაოდ სწრაფია, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამს.

ქართველი შემტევისგან მშვენიერი გოლებიც გვინახავს - მაკრატელები, შორეული გასროლები. სიჭინავა "ინგულეცთან" ერთად უკრაინის პრემიერლიგაში პირველი ლიგიდან აღზევდა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მისით კიევის "დინამოც" კი იყო დაინტერესებული, მაგრამ ელიტაში დაწინაურებული "ინგულეცი" მთავარ შემტევ ძალას არ შეელია. ნიკა ახლახან "კოლოსის" მოთამაშე გახდა და კონფერენს ლიგაში იასპარეზებს.

უცხოეთში კარიერის გაგრძელებამდე სიჭინავა ფოთის "კოლხეთსა" და "ვიტ-ჯორჯიას" რიგებში თამაშობდა, ფეხბურთის თამაში კი თურქეთში დაიწყო... უკრაინაში გადასვლის შემდეგ ძალიან მოუმატა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკვე რამდენიმე ფორვარდი გამოსცადა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძის გარდა, სხვებით კმაყოფილი ნაკლებად დარჩებოდა.

ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ახალ კლუბში ნიკა სიჭინავა და დაიმსახურებს თუ არა
ფრანგი სპეციალისტის ყურადღებას.

altქართველი ფორვარდი გაცილებით ამბიციურ კლუბსა და ევროტურნირზე ითამაშებს

 

 

alt"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია








მკითხველის კომენტარები / 11 /
ვაჟა გურგულიაზე მარტო შახტარი კი არა ვარშავის ლეგიაც ნადირობსო პოლონეთის პრესა წერს. პოლონეთისთვის არ მემეტება ეს მაგარი ბიჭი. სერიოზული ფორვარდია.
მიდი ვაჟა
15:13 17-06-2021
1
კი გამოიძახონ ვნახოთ რა შეუძლია.. მაგრამ ბათუმის დინამოში რომ ბრაზილიელი თამაშობს თავდამსხმელი ისიც რომ დავამატოთ ნაკრებს რა პრობლემაა ყველა მაკრებს ერთი უცხოელი მაინც ყავთ და ჩვენები რა ცხვირს იბზუებენ?
რომა
12:05 17-06-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული