საქართველოს ნაკრების პოტენციური ფორვარდი - სწრაფი, ტექნიკური, ძლიერი დარტყმით...

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით ეცნობიან ინფორმაციას იმ ლეგიონერებზე, რომლებიც პოტენციურად, ვილი სანიოლის გუნდს გამოადგებიან. ფრანგი სპეციალისტი საწყის შეხვედრებში თამამად დაეყრდნო დებიუტანტებს და ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში არაერთი მოთამაშის გამოცდას ვვარაუდობთ.

გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის შემთხვევები გვაიმედებს, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს უცხოური პასპორტის მქონე სხვა ნიჭიერი ქართველებიც გააძლიერებენ. მეორე მხრივ კი, არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანიოლის გუნდის ღირსების დაცვა დღესვე შეუძლიათ...

უკრაინის პრემიერლიგა შესაძლოა, ძველებურად ძლიერი არაა, მაგრამ გარკვეულ თამასას მუდმივად ინარჩუნებს, ქვეყანას ხომ ორი სახელოვანი კლუბი ჰყავს. ამ ჩემპიონატში ბევრი გოლი
ნამდვილად არ გადის, ნიკა სიჭინავამ კი, რომელიც "ინგულეცის" ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სიჭინავა მოქნილი ფორვარდია, რომელსაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი საკმაოდ სწრაფია, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამს.

ქართველი შემტევისგან მშვენიერი გოლებიც გვინახავს - მაკრატელები, შორეული გასროლები. სიჭინავა "ინგულეცთან" ერთად უკრაინის პრემიერლიგაში პირველი ლიგიდან აღზევდა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მისით კიევის "დინამოც" კი იყო დაინტერესებული, მაგრამ ელიტაში დაწინაურებული "ინგულეცი" მთავარ შემტევ ძალას არ შეელია.

უცხოეთში კარიერის გაგრძელებამდე სიჭინავა ფოთის "კოლხეთსა" და "ვიტ-ჯორჯიას" რიგებში თამაშობდა. ფეხბურთის თამაში კი თურქეთში დაიწყო... უკრაინაში გადასვლის შემდეგ კი ძალიან მოუმატა.

უკრაინის პრემიერლიგის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი, სიჭინავას გუნდს მატჩები კიევის "დინამოსა" და დონეცკის "შახტართან" აქვს გასამართი. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს ქართველი ლიდერებთან და საკმარისი იქნება თუ არა ეს ვილი სანიოლის ყურადღების მისაქცევად.

იქამდე კი სიჭინავათი რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, ყაზანის "რუბინიც".

altხვიჩასთან "რუბინში" შეიძლება ქართველი თავდამსხმელი გადავიდეს




მკითხველის კომენტარები / 1 /
5 გოლი შეიძლება ფორვარდისთვის ძალიან ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე სეზონის ბომბარდირს სულ რაღაც 10 გოლი აქვს გატანილი. თან "ინგულეცი" ძალიან სუსტი გუნდია და ზოგადად ცოტა საგოლე შანს ქმნის. 20 გოლი აქვთ გატანილი 21 თამაშში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად ღირს რომ სიჭინავას ყურადღება მიაქციონ. კიევის "დინამოს" დაინტერესებაც ბევრ რამეზე მეტყველებს..
ს ა ბ ა
15:34 13-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული