კვარაცხელია გაძვირდა, ჯიქია გაიაფდა - რუსული მედია ფასებს აანალიზებს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა, championat-მა კი რუსეთის პრემიერლიგის მონაცემები გამოაქვეყნა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ფასის ზრდას გაუსვა ხაზი:

"5 მილიონი ევროთი გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება და ახლა მისი სატრანსფერო ფასი 15 მილიონია. ეს საქართველოს ნაკრებსა და "რუბინში" კვარაცხელიას წარმატებული ასპარეზობითაა გამოწვეული. ხვიჩას სამსახურით მრავალი ევროპული კლუბი დაინტერესდა და ფასის ზრდაზე ამანაც იქონია გავლენა".

სატრანსფერო ღირებულების ზრდის მიხედვით, ეს რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია".

კვარაცხელიას თანაგუნდელის, დენის მაკაროვის ფასმა 1.5 მილიონით მოიმატა და ახლა 3.5 მილიონი
ღირს.

ნახევარი მილიონით გაიაფდა "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია, რომლის ფასი 9 მილიონამდე დაეცა.

გაძვირებულები:

კვარაცხელია (რუბინი, +5, 15 მლნ), ზახარიანი (დინამო, +3, 3.5), სობოლევი (სპარტაკი, +3, 9), ტიუკავინი (დინამო, +2.1, 2.5), ლარსონი (სპარტაკი, +2, 11), მუხინი (ლოკომოტივი, +1.75, 2), მაკაროვი (რუბინი, +1.5, 3.5), სოუ (როსტოვი, +1, 3), მაქსიმენკო (სპარტაკი, +1, 12), ვენდელი (ზენიტი, +1, 15)

გაიაფებულები

ბაკაევი (სპარტაკი, -1, 6), მამანა (სოჭი, -1, 3.5), გაზინსკი (კრასნოდარი, -1, 5), სულეიმანოვი (კრასნოდარი, -1, 8), ვილენა (კრასნოდარი, -1, 9), ვანდერსონი (კრასნოდარი, -1, 10), ჩალოვი (ცსკა, -1, 11), ბელიაევი (არსენალი, -0.6, 2.2), კომლიჩენკო (დინამო, -0.5, 4.5), ჯიქია (სპარტაკი, -0.5, 9)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრებში თამაშმაც განაპირობა დიდ წილად ფასის ზრდა რუბინი რომ გავიდეს ჩემპიონთალიგაზე ჯგუფში სადაც დარწმუნებული ვარ რომ ხვიჩა გაიბრწყინწბს კიდევ 10 გაიზდება მისი ფასი მე ინტუიცია მკარნახობს რომ თუ რუბინი გავა ლიგაზე ხვიჩა დარჩება რუბინში და სწორადაც მოიქცევა ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია და იქ კარგი თამაშით შეიძლება ერთ სეზონში ვარსკვლავი გახდე როგორც ჰალანდი გახდა
გიო
18:32 13-04-2021
6
ხიმიკთან არ უნდა წაეგო რუბინს და მაგარი შანსი ექნებოდა მეორე ადგილის
კახი კახა
22:47 13-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული