Transfermarket-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.
ახლა 20 წლის ქართველის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს, წინა მონაცემებით კი ის 10 მილიონი ევრო გახლდათ.
რა თქმა უნდა, ამ მონაცემით ხვიჩა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია, შემდეგ კი დავით ხოჭოლავა (3 500 000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3 200 000) მოდიან.
კვარაცხელია "რუბინში" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალფასიან მოთამაშეებში კი მე-5 პოზიციას იკავებს.
ჩვენი უნიჭო ჯურნალისტების სტატიები თუ დააბნევს, ევროპაში რა მოუვა ყურადღების ცენტრში რო მოექცევა მერე.