გრიგალავა მეტოქის მწვრთნელებს ყურების ახევით დაემუქრა და დასაჯეს

AutoSharing Option
ცსკა-სთან რუსეთის თასის 1/4-ფინალური მატჩის წაგების (1:2) შემდეგ ტულის "არსენალის" მცველი გია გრიგალავა და მისი თანაგუნდელი გურამ აჯოევი-უმცროსი არმიელთა გუნდის მწვრთნელებს სტადიონის გვირაბში თავის გახვრეტითა და ყურების ახევით დაემუქრნენ. მაშინ ივარაუდეს, რომ მათ ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

მატჩის კომისარმა პროტოკოლში დააფიქსირა, რომ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია და მხარეები ერთმანეთს მხოლოდ დაემუქრენ, რისი ამსახველი ვიდეოც არსებობს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირის საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული საკითხი განიხილა და გრიგალავა და აჯოევი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც მხოლოდ თასის შეხვედრებზე გავრცელდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიახ ბატონო,გურამი ქართული სახელია და გულიანს ნიშნავს მეგრულ ენაზე ისევე როგორც ხვიჩა ნიშნავს მნათობს,კაშკაშას მეგრულ ენაზე...
ბაჩი
12:48 14-04-2021
1
შუბლის გაჩვრეტით დაიწყეს და ახლა ყურების ახევამდე დასწიეს ბრალდება?რა ვიცი,სკოლაში სწავლის დროს,ჩვენი მასწავლებლები,განსაკუთრებით ცელქ ბავშვებს,ყოვედღიურად ემუქრებოდნენ ხოლმე,ყურების ახევით,მაგრამ ამისი,არავის ეშინოდა.ოლიჩის ყურებს რომ ვუყურებ,არც მაგისი ყურებისათვის უნდა იყოს უცხო,ეგ მანიპულაცია.ასე რომ დიდი არაფერი მომხდარა.გამიხარდა,გია და გურამ აჯოევი,ერთმანეთს რომ დაუდგნენ გვერდში.მამამისი,დიდი გურამ აჯოევი ხომ საქართველოში დაბადებულ გაზრდილია და თბილისი დინამოდან დაიწყო,მისი კარიერა.ესე იგი მისი შვილიც გრძნობს,ფესვებს.არა მგონია,ხმა უსაფუძვლოდ აემაღლებინათ.
სოსო
10:38 14-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული