
"აი, დადგა ნანატრი დღეც! ჩემპიონატში ორივე გუნდს ცუდი სეზონი ჰქონდა და ისინი, თასზე ტიტულის მოპოვებასთან ერთად, ეცდებიან, ევროთასებზე გავიდნენ. "ანორთოსისსა" და ქეცბაიას 2008 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ ამის გაკეთება და ისინი არაფერს დაიშურებენ".
კვიპროსის თასის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილს, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიას ძირითად შემადგენლობაში ველით. ზოგადად, კვიპროსული მედია ოქრიაშვილის კარგ სათამაშო ფორმაზე მიუთითებს და "აპოელს" მისი საფრთხის შესახებ ახსენებს.
წყარო: omada.reporter