დღეს, 14 აპრილს, კვიპროსის თასის 1/2-ფინალში თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდება. შეხვედრის შესახებ omada.reporter-ი ვრცლად საუბრობს:
"აი, დადგა ნანატრი დღეც! ჩემპიონატში ორივე გუნდს ცუდი სეზონი ჰქონდა და ისინი, თასზე ტიტულის მოპოვებასთან ერთად, ეცდებიან, ევროთასებზე გავიდნენ. "ანორთოსისსა" და ქეცბაიას 2008 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ ამის გაკეთება და ისინი არაფერს დაიშურებენ".
კვიპროსის თასის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილს, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიას ძირითად შემადგენლობაში ველით. ზოგადად, კვიპროსული მედია ოქრიაშვილის კარგ სათამაშო ფორმაზე მიუთითებს და "აპოელს" მისი საფრთხის შესახებ ახსენებს.
წყარო: omada.reporter
10:00 14-04-2021
ქეცბაიას პირველი და უკანასკნელი?! - 2008 წლის შემდეგ...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული