კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება

AutoSharing Option
როგორც რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" აცხადებს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება.

ნიდერლანდურ კლუბს ახალგაზრდა ქართველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "რუბინის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-მა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ტალანტების ქარხანა, სამჭედლო და რავი მაგარია აიაქსი. სადაც ხვიჩას გაუწევს გული წარმატებები და ბევრი სათამაშო დრო ქონოდეს ყველგან.
ქართველი
14 აპრილი 2021 15:23
1
აიაქსი ნამდვილად ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ხვიჩასთვის ამ ეტაპზე. წარმატებები ქართველ ტალანტს. მიბაძეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებო ხვიჩას - თავმდაბლობაში,შრომაში... პატარა მიღწევამ არ გაგხადოთ გიორგი ჭანტურია, გიორგი არაბიძე. წარმატებები საქართველო...
დავითი
14 აპრილი 2021 15:20
1
მე სულ ბაიერნს გავიძახოდი, მაგრამ აიაქსი რაღაც სხვა ფენომენია ფეხბურთში, ნამდვილად დაიხვეწებოდა სრულყოფილად, მოკლედ აიაქსი.
14 აპრილი 2021 16:18
1
იმედია დუშან ტადიჩი არ თამაშობს მარცხნივ :) მაგრამ უკვე ბებერია კვარა ჩაანაცვლებს მარცხენა ვინგერზე, ის უფრო საჯარიმოსთან ახლოს გადაიწევს ასაკიდან გამომდინარე
გიორგი
14 აპრილი 2021 15:43
2
იდეალური ვარიანტი!
Irakli
14 აპრილი 2021 15:29
1
მაგარი ვარიანტია. შემტევი ფეხბურთის თამაშისთვის და სრული გახსნისთვის საუკეთესო ვარიანტი, მე თუ მკითხავ.
სოხუმელი ვეტერანი
14 აპრილი 2021 15:18
1
არც მილანზე არც ატალანტაზე არც ბაირნზე არ იყოო საუბარი როცა მე პირადად ვწერდი, რომ ამ ბიჭისთვის იდეალური კლუბი იქნებოდა დორტმუნდი ,აიაქსი ან ლილი ისეთი გუნდები, რომელებიც ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს მუდმივად თამაშობს ევროტურნირებს და ლაღი შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდები არიან.
გუნდები,რომლებიც თავის ახალგაზრდების პროგრესზე და განვითარებაზე მუშაობენ გარდა ამისა აიაქსი და დორტმუნდი იმ პოლიტიკის მატარებელი გუნდები არიან რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდა ტალანტების პოვნაზე მათ გაზრდაზე და შემდეგ გრანდებში გაშვებაზე.
რაც შეეხება იტალიურ გუნდებს ჩემი აზრით არც მილანში არც ინტერში და არც ნაპოლიში არ აქვს განვითარების და ბოლომდე გახსნის იმაზე დიდი პერსპექტივა რამდენიც აიაქსში ანდაც დორტმუნდში.
ხვიჩას აიაქსში თამაში დაეხმარება პროგრესში განვითარებაში ბევრ ახალ რამეს ისწავლის დაიხვეწება და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება წარმატებები ხვიჩას მთავარია პროგრესი არ შეწყვიტოს და ეს ტრანსფერი შედგეს რაც შეიძლება მალე.
გიო
14 აპრილი 2021 18:55
2
ლივერპული,დორტმუნდი და აიაქსი მგონია ის გუნდები ,სადაც კვარაცხელია ,ამ ეტაპზე, უკეთ შეძლებს თავის გამოჩენას და შემდგომ განვითარებას.წარმატებები მინდა ვუსურვო ხვიჩას...
ნოდიკო
14 აპრილი 2021 16:31
0
სანამ ჰოლანდიასთან თამაში გადაწყდებოდა, მეგონა იტალიას ან გერმანიას შევხვდებოდით მეგობრულში.
ჰოლანდია როდესაც თქვეს პირველი ეგ ვიფიქრე, რომ აიაქსიც თამაშშია : ))
nk
14 აპრილი 2021 16:08
1
საუკეთესო ვარიანტი დინამო თბილისია!უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაოსტატდა ამ საოცარ გუნდში და შემდეგ ვარსკლავად იქცა!
პაიჭაძე,ღოღობერიძე,მესხი,მეტრეველი,ჩოხელი,ხურცილავა,ჩივაძე,ყიფიანი,შენგელია,ქინქლაძე,კალაძე,არველაძე...არ მინდა ვინმე გამომრჩეს,მაგრამ ვიცი ასეა.
Caruzo9
14 აპრილი 2021 18:58
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული