კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება

AutoSharing Option
როგორც რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" აცხადებს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება.

ნიდერლანდურ კლუბს ახალგაზრდა ქართველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "რუბინის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-მა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მშვენიერია აიაქსი თუ გამოვა, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს ისეთ გუნდზე რომელიც სტაბილურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, აიაქსში ნამდვილად გაიზრდება ხვიჩა და დაიხვეწება და მერე შეუძლია უკვე თავის საოცნებო გუნდზეც იფიქროს, ჯერ ტოპ 5 ადრეა ხვიჩასთვის, ალვათ ჯუღელმაც იცის ეს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ
მამუკა
14 აპრილი 2021 20:27
0
საუკეთესო ვარიანტი დინამო თბილისია!უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაოსტატდა ამ საოცარ გუნდში და შემდეგ ვარსკლავად იქცა!
პაიჭაძე,ღოღობერიძე,მესხი,მეტრეველი,ჩოხელი,ხურცილავა,ჩივაძე,ყიფიანი,შენგელია,ქინქლაძე,კალაძე,არველაძე...არ მინდა ვინმე გამომრჩეს,მაგრამ ვიცი ასეა.
Caruzo9
14 აპრილი 2021 18:58
9
არც მილანზე არც ატალანტაზე არც ბაირნზე არ იყოო საუბარი როცა მე პირადად ვწერდი, რომ ამ ბიჭისთვის იდეალური კლუბი იქნებოდა დორტმუნდი ,აიაქსი ან ლილი ისეთი გუნდები, რომელებიც ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს მუდმივად თამაშობს ევროტურნირებს და ლაღი შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდები არიან.
გუნდები,რომლებიც თავის ახალგაზრდების პროგრესზე და განვითარებაზე მუშაობენ გარდა ამისა აიაქსი და დორტმუნდი იმ პოლიტიკის მატარებელი გუნდები არიან რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდა ტალანტების პოვნაზე მათ გაზრდაზე და შემდეგ გრანდებში გაშვებაზე.
რაც შეეხება იტალიურ გუნდებს ჩემი აზრით არც მილანში არც ინტერში და არც ნაპოლიში არ აქვს განვითარების და ბოლომდე გახსნის იმაზე დიდი პერსპექტივა რამდენიც აიაქსში ანდაც დორტმუნდში.
ხვიჩას აიაქსში თამაში დაეხმარება პროგრესში განვითარებაში ბევრ ახალ რამეს ისწავლის დაიხვეწება და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება წარმატებები ხვიჩას მთავარია პროგრესი არ შეწყვიტოს და ეს ტრანსფერი შედგეს რაც შეიძლება მალე.
გიო
14 აპრილი 2021 18:55
2
აიაქსი კვარაცხელიასთვის ძალიან კარგი ვარიანტია
-მუდმივად ექნება სათამაშო პრაქტიკა
-ჰოლანდიის ჩემპიონატი არ არის ხისტი ლიგა, ორიენტირებულია შემტევ ფეხბურთზე
-აიაქსის ახალგაზრდობას მუდმივად აკვირდება ყველა ტოპ გუნდის სკაუტები
-აიაქს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის პროგრესის ხელშემწყობი სისტემა
თითქმის ყველა ნიჭიერი ფეხბურთელი აიაქსის სკოლის შემდეგ ტოპი გახდა (ქინქლაძის თემა სპეციფიურია, იქ სხვა მიზეზები იყო)
zaz197
14 აპრილი 2021 18:47
1
იყოს კაროჩე აიაქსი, მე თანახმა ვარ:))
ჟიმნი მებონია
14 აპრილი 2021 18:43
1
იქ ნახეთ ხვიჩაიას განვითარება, იმენნა ცეცხლს დაანთებს
მეგრელი
14 აპრილი 2021 18:42
1
თუ რეალურია ეს ვარიანტი , ამ ეტაპზე იდეალურია . ეს არის კლუბი , რომელმაც იცის ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელისაგან , როგორ აქციოს ვარსკვლავი . გადახედეთ ბოლო წლებში აიაქსის მიერ ტრანსფერებიდან გამომუშავებულ თანხებს. თანაც ძალიან მაგარ მწვრთნელთან მოუწევს მუშაობა . ვის-ვის და ოვერმარს ნამდვილად არ შეეშლება ფეხბურთელის შესაძლებლობები .
ATP 16
14 აპრილი 2021 18:12
1
ტობოლში გადადისო დაიწერა ყაზახეთის პრესაში .
მიდი გელა!
14 აპრილი 2021 17:38
13
ეს თუ გამოვიდა,ამ ეტაპზე ყველაზე მაგარი იქნება ამ ტოო გუნდებში არ მიცემენ ამას იმდენ დროს.თუმცა აიაქსიც ტოპი არაა,მარა აქ მეტი შანსია.
კახა ქ.
14 აპრილი 2021 16:55
4
ხვიჩას წარმატება ყველას რომ გაგვიხარდება ფაქტია :)** ამაზე კარგ ვარიანტს ვერ ნახავ ესაა ქართველი გულშემატკივრის რჩევა :)>
სოლოო
14 აპრილი 2021 16:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული