კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება

AutoSharing Option
როგორც რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" აცხადებს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება.

ნიდერლანდურ კლუბს ახალგაზრდა ქართველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "რუბინის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-მა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მშვენიერია აიაქსი თუ გამოვა, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს ისეთ გუნდზე რომელიც სტაბილურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, აიაქსში ნამდვილად გაიზრდება ხვიჩა და დაიხვეწება და მერე შეუძლია უკვე თავის საოცნებო გუნდზეც იფიქროს, ჯერ ტოპ 5 ადრეა ხვიჩასთვის, ალვათ ჯუღელმაც იცის ეს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ
მამუკა
20:27 14-04-2021
0
საუკეთესო ვარიანტი დინამო თბილისია!უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაოსტატდა ამ საოცარ გუნდში და შემდეგ ვარსკლავად იქცა!
პაიჭაძე,ღოღობერიძე,მესხი,მეტრეველი,ჩოხელი,ხურცილავა,ჩივაძე,ყიფიანი,შენგელია,ქინქლაძე,კალაძე,არველაძე...არ მინდა ვინმე გამომრჩეს,მაგრამ ვიცი ასეა.
Caruzo9
18:58 14-04-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული