ბერძნული მედია ნიკა ნინუაზე წერს

AutoSharing Option
ბერძნული metrosport.gr ადგილობრივ კლუბ "პაოკის" იმ მოთამაშეებზე საუბრობს, რომელთაც გუნდის მთავარი მწვრთნელი პაბლო გარსია ნაკლებად  ენდობა და უფრო მეტად როტაციისთვის იყენებს. მასალაში ნახსენებია დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ფეხბურთელი შინჯი კაგავა და 21 წლის ქართველი ნიკა ნინუა.

"სეზონი მალე დასრულდება. "პაოკი" სტაბილურ იმიჯს ინარჩუნებს. მათი მიზანი ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავება და ქვეყნის თასის მოპოვებაა...

ნიკა ნინუამ მიმდინარე წელს მოედანზე მხოლოდ 41 წუთი დაჰყო. იგრძნობა, რომ იგი ბევრ კომპონენტში გამორჩეულია, თუმცა ჯერ არ იმყოფება იმ კონდიციებში, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდეს." - ნათქვამია სტატიაში.

მომზადებულია metrosport.gr-ის მიერ

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ პერსპექტივა არა აქვს პაოკში, უშველეთ ამ ბიჭს. ითხოვდა ანართოსისი,მაგრამ არ გაუშვა პაოკმა,თავად კი არ ათამაშებს. დაიკარგება კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, რაც სრულებითაც არ ანაღვლებს ბერძნებს. "გვერხევა" ქართველებს
vax-vax
23:38 14-04-2021
1
ალბათ ნინუას მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელებისთვის. დინამოს კაპიტანი, იქ სათადარიგო სკამზე დასვეს და გააუმჯობესა კი არა, ისიც დაავიწყდა რაც იცოდა, ანუ საქართველოს პირველობაზე ძირთადში თამაში ბევრით სჯობს ბარსოლონას სათადარიგო სკამზე ჯდომას, ანუ საზღვარგარეთ იმ დროს და იმ გუნდში უნდა გადახვიდე, როცა სათანადო მომზადება გაქვს და გუნდს ძირითადში სათამაშოდ სჭირდები.
ჟორა გაბრიჭიძე
18:03 14-04-2021
2

სიახლეები პოპულარული