"ანორთოსისს" ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს და ევროტურნირებზე გასვლა მხოლოდ თასის მოპოვების შემთხვევაში შეუძლია. ამდენად, თემურ ქეცბაიას გუნდისთვის ტურნირზე გამარჯვება მნიშვნელოვანია.
ქეცბაიამ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მე-19 წუთზე ფამაგუსტური გუნდი თავდამსხმელმა ნიკოლაოს კალცასმა ლამაზი თავურით დააწინაურა, 54-ე წუთზე კი დაუშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ქეცბაიამ უმალ ტაქტიკური ცვლილება განახორციელა და ქვილითაია მცველით, ოვანეს ამბარცუმიანით შეცვალა, ხოლო 76-ე წუთზე
ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე დემეტრის ხრისტოფი შეუშვა.
მიუხედავად ლამის მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, "ანორთოსისმა" გამარჯვება მოიპოვა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 21 აპრილს, ნიქოზიაში გაიმართება.