"ვეცდებით, კვირკველია შევინარჩუნოთ, თუმცა ამაზე ჯერ აქტიური საუბრები არ მიდის. ამ
ეტაპზე, ჩვენი მთავარი საზრუნავი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა" - აცხადებს ბატურენკო.
ვოლგოგრადული კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს, უახლოეს შეხვედრას კი 17 აპრილს, მოსკოვის "დინამოსთან" საკუთარ მოედანზე გამართავს.
შეგახსენებთ, ქართველი მცველი ისევ მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაა და "როტორში" იჯარით ირიცხება.
მომზადებულია rusfootball.info მიხედვით