გაგნიძეს "იუვენტუსი" და სხვა იტალიური კლუბები აკვირდებიან

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის, "იუვენტუსი" აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

"მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არიან მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: "იუვენტუსმა", "მანჩესტერ სიტიმ","ბარსელონამ" და სხვა კლუბებმა საქართველოში აკადემიები დააარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა,
ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბდებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის "დინამოა". მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამას ბევრი ხედავს. ის იტალიაში გასულ წელს "იუვენტუსმა" შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ "ბიანკონერის" და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
კალაძე იტალიაში მარტო შმოტკებისთვის ჩადის. ეს ისე, ხუმრობით. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ქართველს უპროტეჟო, თან ნაცნობ გარემოში. ალბათ ამიტომ იკავებს თავს. მე ასე ვფიქრობ.
!!!
17 აპრილი 2021 17:41
3
ალბანელმა ტარემ კარიერა დაასრულა დარჩა იტალიაში და უამრავი ალბანელი ფეხბურთელი ჩაიყვანა იტალიაში. შედეგი - ალბანეთის ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. კალაძემაც იტალიაში დაასრულა კარიერა მარა ჩამოვიდა საქართველოში და გახდა "ღუბერნატორი."
Facti
17 აპრილი 2021 05:58
1
უკვე ეს სასაცილოც აღარ არის რა!!! ეხლა გამოჩნდა დინამოში, ჩანს რომ იმედისმომცემი ფეხბურთელია, არც კლუბში და არც ნაკრებში დიდი ღირებული ჯერ არ შეუქმნია და უცბად იტალიელები აკვირდებიან. ვაცალოთ განვითარება. იმედია განვითარდება და ამ მისი სახით ეროვნულ ნაკრები გაძლიერდება. ნინუას რაც დაემართა ძალიან ცუდია, რომ დინამოში რომ დარჩენილიყო ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებდნენ და მეტი პერსპექტივა ექნებოდა.
zaza
16 აპრილი 2021 14:36
0
ჯემალიე რო ლამარას აკვირდებოდა, პრესი არ უვარგა და პერედოკი აქვს დავარდნილიო. ესეა ესეც.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
16 აპრილი 2021 12:17
3
რა ივენტუსი რუბინს მიეცით სანამ სლუცკი იქააა ფიზიკურადთ გაზრდიან და 2 წლის მერე ხვიჩასავით იქნება თუ იშრომებს:)სკმაზე ფეხბურთელი არ ვითარდება გაიგეთ ბოლობოლო.
Mosexoneli
16 აპრილი 2021 10:00
3
საიმანოვი წააჩაქჩაქებს მერე მანქანით ევროპაში
Kii
17 აპრილი 2021 05:36
0
ასეთ სტატია უარყოფითად რატომ უნდა შეაფასო? რამე ფეიკი ხომ არ მოუგონიათ?. ამ ჟურნალისტმა ბევრი რამე იცის ხოლმე წინასწარ მათშორის კრიშტიანოს გადასვლა იუვეში და პოგბას წასვლა მანჩესტერში.
ექსპერტი
16 აპრილი 2021 09:50
6
გეხვეწებით ვინმემ დამიმესიჯეთ მისამართი სადა იუვენტუსის, ბარსელონასა და მანჩესტერ სიტის აკადემიები? მართლა მაინტერესებს./ ფიფია საგინებელია აბა რა არი? თბილისის დინამო არის დღეს შკოლა და არა გუნდი! სანამ ეგ კაცი მანდ იქნება არანარი მომავალი არა აქ მაგ გუნდს! ერთდადერთი რაც იქნება გააგრძელებენ 19-20 წლის ბიჭების გაყიდვას მზესუმზირის ფასებში! დინამო წესით ლიგაზე თუ ვერა ევროპაზე მაინც უნდა თამაშობდეს ყოველ სეზონზე, 30 წელი გავიდა და ქვეყანას წარმომადგენელი არ ყოლია არსად , არც სანაკრებო და არც საკლუბო დონეზე. / ვინმე გამოჩნდეს ისეთი კაცი რომელიც ამ ქართულ საქმეს გააკეთებს და ერთი ქართული გუნდი მაინც რომ მოხვდეს ჯგუფურში ძალიან მაგარი იქნებიდა.
Vasili
16 აპრილი 2021 09:46
2
რონალდუს შემცვლელი უპოვიათ))
Gengeza
16 აპრილი 2021 09:24
9
საგარეჯოს გარეჯი აკვირდება
გენა
16 აპრილი 2021 08:37
8
გესიზმრებათ ხოლმე ეგეთი ინფორმაციები?!...
ბარსელონას, ბაიერნს და რეალს არ უნდათ?...
buba
16 აპრილი 2021 08:26
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული