გაგნიძეს "იუვენტუსი" და სხვა იტალიური კლუბები აკვირდებიან

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო თავის საიტზე წერს, რომ თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს ბევრი დიდი კლუბი და მათ შორის, "იუვენტუსი" აკვირდება.

გაგნიძე 18 წლისაა და უკვე ევროპის დიდი კლუბების თვალთახედვის არეში მოექცა

"მას უკვე იტალიიდან აკვირდებიან, სკაუტები საქართველოში გააგზავნეს. ქართული ფეხბურთი დიდ პროგრესს განიცდის: ბევრმა იქაურმა ფეხბურთელმა ყურადღება დაიმსახურა და ესენი სრულიადაც არ არიან მეორე დონის კლუბები. თავად განსაჯეთ: "იუვენტუსმა", "მანჩესტერ სიტიმ","ბარსელონამ" და სხვა კლუბებმა საქართველოში აკადემიები დააარსეს. ეს წვრილმანი როდია და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ლუკა გაგნიძეა,
ცდილობს, ეს გამოიყენოს.

ვინ არის ის: 2003 წელს დაბდებული ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც არც ისე მაღალია (175 სმ), ფიზიკური მომზადებით არ გამოირჩევა, მაგრამ თამაშს კარგად კითხულობს, რაც ისეთ დიდ გუნდში გამოავლინა, როგორიც თბილისის "დინამოა". მიმდინარე ჩემპიონატზე 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამას ბევრი ხედავს. ის იტალიაში გასულ წელს "იუვენტუსმა" შეამჩნია. ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ "ბიანკონერის" და სერია A-ს სხვა გუნდების სკაუტების სიაშია. გაგნიძემ იცის, რომ კარგი პოტენციალი გააჩნია, ისევე, როგორც არაერთ ქართველ ფეხბურთელს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
იუვეს ამბავი ეხლა გავიგე ისე რომა და ატალანტა აკვირდება. ესპანეთიდანაც!
beqa
15 აპრილი 2021 22:11
4
ჯუღელს დაუძახეთ, დროზე რუსეთში! საიმანოვი ჩაიყვანს მერე მანქანით მილანში
არიქა!
15 აპრილი 2021 22:07
10
ჯერ ხვიჩაზე არ იყო საკმარისი კიდე ერთი საბაბი მიეცათ ჭორაობის ჯერ იმაზემოიხადეთ ბოდიში პორტო პორტო და თურმე არც კი დაინტერესებულან პორტოში :)
ნოდო
15 აპრილი 2021 22:04
13
აბა, არ დაწერონ და არ გაგვაგებინონ? დაგვიმალონ? გამკვირვებია ამ ხალხის.
ალექსანდრე
15 აპრილი 2021 22:02
5
ალბათ ფეხბურთში ვერ ერკვევით თორემ გეცოდინებოდათ ვინ არის ეგ თქვენი ბანძი იტალიელი ჯანლუკა დი მარციო და რამხელა ავტორიტეტი აქვს
თომას
16 აპრილი 2021 02:11
0
მაგაშია საქმე ციღაც ბანძი იტალიელის სისულელეებს რო წერენ ესენი მერე და ეს ვავშვებიც მერე ირევიან და ზოგს მართლა მაგარი გონია თავი, ზოგს თვალი ეცემა, ზოგს ტრაკი ატკივდება და ა.შ.
ვისაც გჯერათ ამ სისულელეების ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იუვეში
თომა
15 აპრილი 2021 22:37
4
გაგნიძე საინტერესო ბიჭი ჩანს მარა ძაან შორს არის ჯერ ამ დონისთვის და ნუ დათარსავთ ეხლა ამასაც
დაანებეთ თავი მიხედოს საქმეს და ითამაშოს ჯერ რამე დაამტკიცოს
თომა
15 აპრილი 2021 21:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული