ქართველი საფრანგეთის ლიგა 1-ში - გადაწყდა, რომ მიქაუტაძე ზაფხულში "მეცში" დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში "მეცში" დაბრუნდება და თავის შანსს მიიღებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტუნეტიმ გაავრცელა. 

"გიორგიმ ბელგიაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მისი გვეიმედება. ის ზაფხულში დაბრუნდება და თავისი შანსი მიეცემა. ქართველი შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან ოსტატურია, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია", - ამბობს ანტუნეტი. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ამჟამად ბელგიის მე-2 დივიზიონის ბინადარ "სეარინგში" ბურთაობს იჯარით, სადაც 20 მატჩში 19 გოლი შეაგდო. 

მან 2021 წლის მარტში "მეცთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგლძრივა. 

ფრანგული გუნდი ლიგა 1-ის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 42 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

წყარო: republicain-lorrain

147482:&catid=127:&Itemid=304" target="_blank">altშანსი მიქაუტაძეს - ქართველ ფორვარდს ბომბარდირობისთვის მხოლოდ 1 გოლი სჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვახ რა მაგარია! წარმატებები გიორგის!
Miriani
15:40 17-04-2021
0
პირადად, მე საქართველოს ნაკრებში მეიმედება გიორგი-ჟორჟ მიქაუტაძის. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო მისი საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხში. უპირველეს ყოვლისა კი, თვით გიორგის!!!
tngh
15:26 17-04-2021
0

სიახლეები პოპულარული