ქართველების "როტორი" ვარდნას განაგრძობს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში ქართველების "როტორი" ვოლგოგრადში 0:3 დამარცხდა მოსკოვის "დინამოსთან".

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკოლაი ყიფიანი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 55-ე წუთზე კვირკველიამ საჯარიმოში მოწინააღმდეგე გუნდის მცველი სერგეი პარშივილიუკი წააქცია და ნახევარმცველმა დანილ ფომინმა პენალტით ანგარიში გახსნა. მე-60 წუთზე დავითაშვილმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი, მაგრამ მან მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც დედაქალაქელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს.

გიორგი არაბიძემ 72-ე წუთზე ფლამარიონი შეცვალა.

"როტორმა" ზედიზედ
მეხუთე მარცხი განიცადა, 18 ქულით მე-14 ადგილზეა, პლეი-აუტთან ახლოსაა და 24 აპრილს პეტერბურგში ლიდერ "ზენიტთან" უმძიმესი გასვლა ელის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენიერია...
ვილი სანიოლი
23:09 17-04-2021
7
ძალიან სუსტად თამაშობს როტორი, ვერც ქართველები ყოჩაღობენ!! კვერკველიამ მაგრად მოუკლო, დავითაშვილმაც ვერ ითამაშა სათანადოდ, არაბიძეს რა უნდა ამ გუნდში გაუგებარია!!
zaza
21:04 17-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული