"ოქროს ბუცი" გიორგი მიქაუტაძეს

AutoSharing Option
"სერენმა" 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე "ოქროს ბურთით" დააჯილდოვა.

ბელგიის მეორე დივიზიონის ბოლოსწინა ტურში მან "ლიერსთან" საშინაო მატჩში (0:0) გოლი ვერ გაიტანა და დანტე ვაინზერთან (უნიონი) ერთად 19-19 გოლით თანაბომბარდირია, მაგრამ მისი კონკურენტი ამ სეზონში ვერ ითამაშებს და თუ გიორგი 24 აპრილს, უკანასკნელ ტურში "ლომელის" კარს დალაშქრავს, ბომბარდირი გახდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიქაუტაძეს მისი კონტრაქტის მფლობელი ფრანგული "მეცი" დაიბრუნებს.

"სერენს" კი პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს, სადაც პირველ ლიგაში მე-17 ადგილზე გასულ "მუსკრონს" შეხვდება.

საქართველოს ნაკრების ფორვარდისთვის მალე უფრო
პრესტიჟული "ოქროს ბურთიც" მიგველოცოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა საინტერესოა დისლაიქი ვინ გააკეთა
sormona
10:59 18-04-2021
2
ოქროსი სათაურის მიხედვით ყოფილა ბუცი, ხოლო პირველი აბზაცის მიხედვით ყოფილა ბურთი.

ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა, რომ გამოირიცხოს - ჩემი აზრით ოქროსი არის მიქაუტაძე.
alibaba
10:18 18-04-2021
0

სიახლეები პოპულარული