ცუდი პროგნოზი - ყაზანური გამოცემა კვარაცხელიას ტრავმაზე წერს

AutoSharing Option
ყაზანური გამოცემა Bussines Online "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

აი, რას წერს წყარო:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ზედა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარების შემდეგ დატოვა.

ფეხბურთელი მეტოქესთან შეჯახების გარეშე დაეცა და ტრავმის თავისებურება თავიდანვე ცხადი გახდა. ბარძაყის უკანა მხარის ტრავმის მკურნალობას თვე ნახევარი სჭირდება, ეს კი ნიშნავს საფრთხეს, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, რადგან პრემიერ ლიგა 1 თვეში მთავრდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. აღნიშნულ თამაშებში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელად 5-ჯერ დაასახელეს, რაც პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია."

მკითხველის კომენტარები / 17 /
ადრე დავწერე უიღბლო ქვეყანა და გუნდი გვყავსთქო არაფერში არ გვინართლებსთქო და ერთი გამომიხტა ეგო უიღბლობა კიარარისო თამაში არვიცითო. ჯერიყო და ჩაკვემ ტრავმა მიიღო მერე ხვიჩამ კორონა აიკიდა და ფინალში არცერთი არ გვყავდა და ახლა კიდე ეს ტრავმა ყვეკაზე საჭირო დროს. სადხარ ეხა გამოდი აბაა და მითხარი არის თუარა ეს უიღბლობა
)))
18 აპრილი 2021 14:51
34
კვება და ფიზიკური აღზრდა. ჩვენი ბიჭები ძალიან სუსტები არიან და ჯერ კიდევ შემორჩენილი ბუნებრივი ჯანის ხარჯზე დგანან სანამ არ გაწყდება ხოლმე. ასე წარმატება შეუძლებელია.

გვეყო უბედურებაზე ჩივილი, უვიცობა, უქნარობა უნდა ვიტიროთ.
ლუკა
19 აპრილი 2021 09:58
0
უიღბლობის კი არა უჭმელობის ბრალია. დღევანდელი საკვები ჩალასავითაა. თუ კვების კონსულტანტი არ აიყვანეს საფეხბურთო აკადემიებმა, სულ ასე იქნება. კუნთი არ უვარგათ, სუსტი ძვლები აქვთ. გამოსწორებადია, მაგრამ კვება უნდა ისწავლონ.
ნუგზარი
19 აპრილი 2021 02:01
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული