"სპარტაკის" 3:0 დამარცხების შემდეგ ტაბიძემ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ჯიმი ტაბიძის "უფამ" მოსკოვში "სპარტაკი" 3:0 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა და ნამატჩევს კლუბის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ვიცოდით, რომ "სპარტაკში" წინ სწრაფი ფეხბურთელები თამაშობენ. ისინი სახიფათონი არიან, როდესაც გადაცემებს მცველების ზურგსუკან აკეთებენ. ამისათვის თავისუფალი ზონები არ მივეცით და მათ თავდამსხმელებს ჩვენს კარებთან გაუჭირდათ. მთელმა ჩვენმა დაცვის ხაზმა ძალიან კარგად და ჭკვიანურად ითამაშა და მოსკოველებს შანსები არ ჰქონდათ.

როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის (ალეკსეი სტუკალოვი), ყოველთვის ახალი ემოციებია. "ახმატთან" მატჩის მიხედვით, ჩვენ მეტოქე გუშინაც
და ერთი კვირის წინაც ძალიან კარგად გავარჩიეთ. აქედან გამომდინარეობდა ასეთი დადებითი შედეგი. გასავარდნ ზონას თავი დავაღწიეთ. გაცილებით უკეთეს ხასიათზე ვართ, ვიდრე ორიოდ კვირის წინ, მაგრამ ოთხი ფინალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული