"მისთვის "ვილიარეალი" ან "სასუოლო" შესანიშნავი ვარიანტები იქნებოდა..." - ბრიტანული გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
extratimetalk-მა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" შთამბეჭდავ თამაშს აგრძელებს და სხვადასხვა კლუბის მხრიდან მისით დაინტერესება კიდევ უფრო იზრდება.

საქართველო ნამდვილად არ შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ტალანტებით ამარაგებენ მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს. გარდა კახა კალაძისა, რომელმაც "მილანში" ითამაშა, ალბათ, ძნელად გაგვახსენდება შთამბეჭდავი ფეხბურთელი ამ რეგიონიდან, მაგრამ თუკი არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე ადგილი შეუძლია დაუმკვიდროს, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა.

კვარაცხელია ყაზანის "რუბინში" თამაშობს და რუსეთის ჩემპიონატში ნამდვილად შთამბეჭდავად
გამოიყურება. მის ანგარიშზე 23 შეხვედრაში 4 გატანილი გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. მან ასევე გაიბრწყინა ეროვნულ ნაკრებში საბერძნეთის და ესპანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშებში.

სულ უფრო და უფრო იზრდება წამყვანი ევროპული კლუბების მხრიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი. საინტერესოა, რა ქმნის ასეთ ინტერესს:

ბრწყინვალე და ნაყოფიერი დრიბლინგი:

როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებს, ვხედავთ, რომ მას ბურთის კონტროლი ბრწყინვალედ შეუძლია. იგი საშუალოდ 3,4 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებს მატჩში, რაც საუკეთესო შედეგია რუსეთის ჩემპიონატში.

ჯამში, ის საშუალოდ 6.9 დრიბლინგს ასრულებს მატჩში და ფლანგის მცველები მუდმივ წნეხში ჰყავს.

მისი ყურება ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან სულ გგონია, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ბურთის საოცარი კონტროლი საშუალებას აძლევს მას, რთული სიტუაციებიდან გამოვიდეს.

დრიბლინგის განხორციელების ნიჭი მას ყაზანის "რუბინისთვის" ნამდვილად მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცევს და აშკარაა, რომ თანაგუნდელები მას ენდობიან.

თამაშის შექმნა

ხვიჩა არა მხოლოდ კარგად ფლობს ბურთს, არამედ მას მომენტების შექმნაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრიბლიორი მხოლოდ ინდივიდუალურ თამაშს ეყრდნობა, ხვიჩა გამონაკლისია და ხშირად სხვებისთვის მომენტების შექმნას ცდილობს.

ხშირად ფლანგის მცველებს მთელი ყურადღება მასზე გადააქვთ და ქართველი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი თანაგუნდელისთვის შანსის შექმნას ახერხებს.

ქართველს ასევე კარგად გამოსდის გრძელი პასები. მას შეუძლია ორი ფლანგი ერთმანეთს დააკავშიროს.

რესურსის გაფლანგვა და დაცვაში თამაში

მიუხედავად იმისა, რომ ფლანგზე დრიბლინგი მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებს მოწინააღმდეგეების მცველებს, კვარაცხელიას დრიბლინგების მხოლოდ 50% სრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს, რომ მისი დრიბლინგები საკმაოდ დიდი რისკის შემცველია.

კვარაცხელიას უყვარს ლამაზად თამაში. ამის გამო ბურთს ხშირად კარგავს. სხვათა შორის, ყაზანის "რუბინი" ლიდერია ბურთის დაკარგვის საშუალო მაჩვენებლით, რომელიც 11.7-ია ერთ თამაშში და ამაში ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის.

კიდევ ერთი რამ, რისი გაუმჯობესებაც ხვიჩას სჭირდება, დაცვაში თამაშია. თუ იგი ამ ასპექტს გააუმჯობესებს, გაცილებით სრულყოფილი მოთამაშე გახდება.

ხვიჩას მიმართ ევროპული კლუბების ინტერესი იზრდება. ყველაზე ხშირად მიუნხენის "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" სახელებს ახსენებენ.

მიუხედავად ამ ინტერესისა, არ იქნება ჭკვიანური, განვითარების ამ ეტაპზე ამ კლუბებიდან რომელიმეში გადავიდეს.

მაგალითად, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ის "ბაიერნში" შემადგენლობიდან კინგსლი კომანს, სერჟი გნაბრს ან ლეროი სანეს ამოაგდებს. "იუვენტუსი" გაცილებით უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ანდრეა პირლოს სათამაშო სტილში ჩაჯდომა მას ძალიან გაუჭირდება.

ევროპა ლიგის კლუბში გადასვლა ან კლუბში, რომელიც აღმასვლას განიცდის, ძალიან კარგი იქნებოდა მისთვის. მაგალითად, მისთვის "ვილიარეალი" ან "სასუოლო" შესანიშნავი ვარიანტები იქნებოდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რომ დიდებული ფეხბურთი თამაშოს. თუ იგი დაცვაში თამაშს გააუმჯობესებს და ბურთს იშვიათად დაკარგავს, მის წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება. მომავალი სატრანსფერო ფანჯარა მნიშვნელოვანი იქნება მისი მომავლის გასარკვევად, მაგრამ მიუხედავად იმისა, გადავა თუ არა ხვიჩა ამ ზაფხულს "რუბინიდან" სხვა კლუბში, ეჭვგარეშეა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში იგი ქართული ფეხბურთის სახე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ინგლისელი ჟურნალისტი რომ იტყვის მარტო კალაძე გვახსოვს, იდიოტია, აბა რა არის? ე.ი. ქინქლაძე, ქეცბაია გამორჩეულები იყვნენ სწორედ ინგლისში..ამატ გარდა ცხადაზე და სხვები...ან იქვე, გვერდზე არველაძე არ ბომბარდირობდა?
ყური მიგდე
21:30 21-04-2021
1
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ,ერთი ორი სიტყვით ტრავმაზეც თქვით რამე ხომ შეილება? რა სიმძიმისაა და როდის დაუბრუნდება ხვიჩა მინდორს.
ქობულეთიდან
11:50 21-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული