"კანკავა ყველგან იყო" - ფრანგული მედია ჯაბას თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში ჯაბა კანკავას "ვალენსიენი" სტუმრად "ამიენთან" 1:3 დამარცხდა და მე-10 ადგილს იკავებს. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ითამაშა.

წაგებული მატჩის მიუხედავად, franceactualite საქართველოს ნაკრების კაპიტანზე წერს, რომ "კანკავა ყველგან იყო!". 35 წლის ფეხბურთელი გუნდს მართლაც მშვენივრად მოერგო.

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი. "ვალენსიენი" უახლოეს უქმეებზე საკუთარ მოედანზე "ნიორს" დაუპირისპირდება.

მოედანზე 90 წუთის განმავლობაში ვიხილეთ ლიგა2-ის კიდევ ერთი კლუბის, "როდეზის" ქართველი მცველი ამირან სანაია.

სანაიას კლუბი მე-12 ადგილზეა, 24 აპრილს კი "ლე-ავრს" უმასპინძლებს.

მომზადებულია franceactualite-ის მიხედვით

altკანკავა "ვალანსიენის"

თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული