საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა "ვალანსიენის" გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ამის შესახებ ფრანგული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
კანკავა ლიგა 2-ის გუნდში 16 იანვარს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და მის რიგებში ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ვალანსიენი" 28 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 11 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.