საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველი გია გრიგალავა ტულის "არსენალს" დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას sport24 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "არსენალი" გრიგალავას კონტრაქტს არ გაუგრძელებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. გია ტულურ გუნდში 2017 წლის იანვრიდან თამაშობს, ამ სეზონში კი 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გრიგალავა ადრე "როსტოვის", სკა-ს, "მოსკვას", "ვოლგას", "კრილია სოვეტოვისა" და "ანჟის" ღირსებას იცავდა.