ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურში ოთარ კაკაბაძის "ტენერიფემ" სტუმრად "მირანდესთან" უგოლო ფრე ითამაშა და სახიფათო ზონას კიდევ უფრო დაშორდა. ქართველ მცველს 90 წუთი ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიეცა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად ხდებოდა.
ესპანური deporpress-ი "ტენერიფეს" მთავარი მწვრთნელის, ლუის მიგელ რამისის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც კაკაბაძეს ეხება:
"ოთარს მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მას კარგად ესმის საკუთარი ვალდებულებები, აქვს სწორი დამოკიდებულებები და ყოველდღიურად მუშაობს, როგორც ძაღლი. ქართველს საკუთარი თავის წარმოსაჩენად ცოტა დროც ჰყოფნის".
"ტენერიფე" უახლოეს შეხვედრაში 25 აპრილს,"კასტელონს" უმასპინძლებს.
მომზადებულია deporpress-ის მიხედვით
12:11 23-04-2021
"მუშაობს, როგორც ძაღლი" - მწვრთნელი ოთარ კაკაბაძეზე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
პირადად ჩემთვის, მთავარია ოთარის კარგი თამაში საქართველოს ნაკრებში... იმედია ესეც იქნება!!!
32
4
ყოჩაღ ოთარ!ყველაფერი შრომის ხარჯზე მიიღწევა!განაგრძე მასე და აუცილებლად დიდ გუნდში მოხვდები!
53
0
რაღა ძაღლს ადარებ შე მამაცხონებულო
45
3
ჩვენთან ვირს ადარებენ, ესპანეთშე ეტყობა ძაღლს... ფაქტია შეაქო
24
0
მიხო, აბა მაი ვირითვინ შაედარებინა, ო :)
13
1
ყველა გამოხმაურება
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული