"მეტწილად სწორედ მსაჯის დამსახურებაა..." - სლუცკი ხვიჩას ტრავმაში არბიტრს ადანაშაულებს

AutoSharing Option
ტელეარხ tatarstan24-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ კომენტარი "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:

"იმ შეხვედრაში "ურალის" 10 ათასი მაყურებლიდან ბევრი მათგანი პირადად ხვიჩა კვარაცხელიას სანახავად იქნებოდა. ფეხბურთი გულშემატკივრებისაა, ისინი კი სტადიონზე ვარსკვლავებისთვის დადიან.

შეხვედრის დასაწყისიდან სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში კვარაცხელიას სამჯერ ეუხეშნენ, მაგრამ შეხვედრის არბიტრს ამაზე რეაგირება არ ჰქონია... მჯერა, ტრავმა, რომელიც კვარაცხელიამ მიიღო, მეტწილად სწორედ მსაჯის დამსახურებაა, რომელმაც მის წინააღმდეგ წესების აშკარა დარღვევები არ დააფიქსირა".

მომზადებულია tatarstan24-ის მიხედვით


alt"ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა კონკრეტულ გუნდში გადასვლა..." -

რუსული ჟურნალი ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს





მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცური კაცი სლუცკი. საერთოდ რუსეთის ფეხბურთის ჩემპინატი რაგბის თამაშთანაა კომბინირებული, სამეუხაროდ!

ურალთან რაც ხვიჩას ურტყეს მაგას ვერავინ გაუძლებდა და მსაჯი კიდევ არაფერი თითქოს!
ქომაგი
23 აპრილი 2021 14:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული