მედია ქეცბაიას მიმართ "პაფოსის" ინტერესზე წერს...

AutoSharing Option
alphanews-ი ბერძენი ჟურნალისტის, ანტონი ცირაკისის "ტვიტერზე" დაყრდნობით წერს, რომ კვიპროსის "პაფოსი", რომელსაც რუსული ხელმძღვანელობა ჰყავს, თემურ ქეცბაიას სამსახურითაა დაინტერესებული:

"მართალია, ჯერ კლუბი ამას არ ადასტურებს, მაგრამ გავიგეთ, რომ ქართველ სპეციალისტს  ხელფასის სახით 400 000 ევროს სთავაზობენ".

"პაფოსის" პრესსამსახურის უფროსმა პოლევოის პალურასმა კი განაცხადა:

"ჩვენ გვყავს მწვრთნელი სტივ კონსტანტინიდისი და წინ გვაქვს საკმარისი თამაშები. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილება მომავალში მიიღება".

მომზადებულია alphanews-ის მიხედვით

altქეცბაიას პირველი და უკანასკნელი?! - 2008 წლის შემდეგ...





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული