"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ.

"ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან ("მილანის" ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან ( "ნაპოლის"მთავარი მწვრთნელი) – "ნაპოლის" მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ", – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფიქრობს, რომ გრანდებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სატრამპლინო კლუბი სჭირდება.

"მე
როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის "დინამო"იყო, სადაც გამოსვლამ "მილანში"გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს", – ამბობს კალაძე.

წყარო: 1tv

alt"ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა კონკრეტულ გუნდში გადასვლა..." - რუსული ჟურნალი ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
გელა ნუგზარაშვილი შეიძლება ევერტონმა იყიდოს. ანჩელოტის კალაძესთან დაურეკავს და დაინტერესებულა.
ევერტონი!!
24 აპრილი 2021 12:53
16
მაშინდელი კიევის დინამოს შედარება როგორ შეიძლება დღევანდელ რუსული ფეხბურთის დონესთან ზაპოროჟეცი მერსედეს რო შეადარო ეგ პონტია დდ.
Zaza
24 აპრილი 2021 11:59
3
გული მაქვს დამძიმებული, ჩაკვეზე.
გიო
24 აპრილი 2021 00:55
0
როგორ ვოცნებობთ მთელი საქართველო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად ვნახოთ ნაკრებში, ღმერთმა გადმოგვხედოს...
გიო
24 აპრილი 2021 10:17
0
კალაძე კახაააააა. რა განსხვავებაა უკრაინის ჩემპიონატს და რუსულ ჩემპიონატს შორის. დინამო კიევი თუ ლიგაზე თამაშობს რუსულებიც თამაშობენ და უნდათ კრავა. პრობლემა ყოველთვის ისაა რო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან იოლად არ ყიდულობენ ფეხბურთელებს.
ზაზა ნ
24 აპრილი 2021 00:17
12
განსხვავება ისაა რომ იმ დინამო კიევმა ნახევარფინალში ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და მცირედი დააკლდა რომ ფინალი ეთამაშა
ბაჩი
24 აპრილი 2021 13:48
0
კალაძე რო დინამო კიევში გადავიდა მაშინ სხვა დონის გუნდი იყი. იმ წლებში ბარსელონასაც უგებდნენ რეალსაც და ლიგის ფინალამდეც ერტი ნაბიჯი დააკლდათ.
7777
24 აპრილი 2021 10:51
1
ადრე დაწერა ვიღაცამ არ სჭირდება ხვიჩას მსგავსი საუბრებიო. კალაძეს უახლოესი ურთიერთობა აქვს კარლო ანჩელოტისთან, მალდინისთან, პირლოსთან, შევჩენკოსთან, ინძაგისთან და სხვა მრავალთან. რატომ არუნდა გამოიყენოს მსგავსი კონტაქტები არმესმის. განა ბევრი გვყავს ისეთი ფეხბურთელი ვისზეც ესეთი გუნდები ინტერესდებიან?
ქართველი
24 აპრილი 2021 00:14
0

სიახლეები პოპულარული