"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ.

"ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან ("მილანის" ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან ( "ნაპოლის"მთავარი მწვრთნელი) – "ნაპოლის" მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ", – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფიქრობს, რომ გრანდებამდე ხვიჩა კვარაცხელიას სატრამპლინო კლუბი სჭირდება.

"მე
როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის "დინამო"იყო, სადაც გამოსვლამ "მილანში"გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს", – ამბობს კალაძე.

წყარო: 1tv

alt"ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება და არა კონკრეტულ გუნდში გადასვლა..." - რუსული ჟურნალი ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ადრე დაწერა ვიღაცამ არ სჭირდება ხვიჩას მსგავსი საუბრებიო. კალაძეს უახლოესი ურთიერთობა აქვს კარლო ანჩელოტისთან, მალდინისთან, პირლოსთან, შევჩენკოსთან, ინძაგისთან და სხვა მრავალთან. რატომ არუნდა გამოიყენოს მსგავსი კონტაქტები არმესმის. განა ბევრი გვყავს ისეთი ფეხბურთელი ვისზეც ესეთი გუნდები ინტერესდებიან?
ქართველი
00:14 24-04-2021
0
გული მაქვს დამძიმებული, ჩაკვეზე.
გიო
00:55 24-04-2021
0

სიახლეები პოპულარული