კვირკველიას მეხუთე ავტოგოლი და "როტორის" 0:6

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ქართველების "როტორი" პეტერბურგში 0:6 დამარცხდა ლიდერ "ზენიტთან" - ეს ჩემპიონატზე ვოლგოგრადული გუნდის ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია.

საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ნიკოლაი ყიფიანმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი არაბიძე კი განაცხადში არ იყო.

პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ განივი გადაცემისას ბრძოლაში კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს ჩემპიონატზე მისი მეხუთე ავტოგოლია (2 რუბინში, 2 ლოკომოტივში და 1 როტორში). მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

"როტორმა" ზედიზედ მეექვსე მარცხი
განიცადა (საერთო ანგარიში 0:18), 18 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 1-ელ მაისს "ახმატს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარისკენ დარტყმების შეფარდებაა 31:2,ხოლო კარში ზენიტმა,17 დარტყმა განახორციელა.როტორს გოლი ვერ გააქვს,შეტევა ფაქტობრივად არ აქვს და უკვე განწირულები ჩანან.ზუკა დავითაშვილს,მგონი საერთოდ არ გაუტანია გოლი,ამ სეზონში და არა მგონია,რუბინმა დაიბრუნოს.მეორე ტაიმში როტორი,გაჩერდა და ბრძოლა საერთოდ შეწყვიტაო წერენ,რუსული საიტები.ასე რომ ქართველებმა ახალი ბუდე უნდა ეძებონ,თუმცა ასეთი თამაშით,ვინ შეიფარებს,საკითხავი ეგ არის.
სოსო
21:48 24-04-2021
0
არ უნდოდა ლესტერი და იყოს ეხლა როტორში
მიგელ
21:39 24-04-2021
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული